შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთათვის ღია კარის დღეს აწყობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსტუდენტი
სტუდენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის დეკემბრიდან იმართება.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს მართავს ონლაინ–ფორმატში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილს, 12:30-დან 13:30 საათამდე პერიოდში ღია კარის დღე გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ლიტერატურის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა.

„აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის შესაბამისი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ღია კარის ფარგლებში აბიტურიენტებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც რეგისტრაციის მომდევნო ეტაპების, ისე გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის შესახებ.
აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე Microsoft Teams-ის პროგრამით იმართება და შესაბამისი ონლაინ–ბმული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა>>>
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 4 აპრილს დასრულდა. რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0