2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებენ.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 4 აპრილს დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ–რეჟიმში იყო შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აქედან სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 9,5 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
თბილისში აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდება
რაც შეეხება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას, იგი 14 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდზე: online.naec.ge.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება.
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (4 აპრილი) აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (14 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა, ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0