„გართობა სჭირდება“ - წულუკიანი სააკაშვილის გეგმებზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
სააკაშვილს არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ პოლიტიკური არეულობა გამოიწვიოს, დარწმუნებულია კულტურის მინისტრი.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამით გართობა სჭირდება – ნუ გავუბრაზდებით, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე სამშაბათს.
ასეთი კომენტარი გააკეთა წულუკიანმა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მანამდე დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიზნის მისაღწევად მასშტაბური საპროტესტო აქციების მზადება დაიწყო.
„საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტს არანაირი რესურსი არ გააჩნია, მით უმეტეს, ციხეში, რომ ქვეყანაში არეულობები გამოიწვიოს.
„როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად, მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
„სრული აბსურდია": ოპოზიციაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გეგმებს უარყოფენ>>
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ ცნობილი გახდა ლევან ხაბეიშვილის კონსულტაციების შემდეგ ციხეში სააკაშვილთან. ხაბეიშვილის თქმით, მასობრივი დემონსტრაციების საბაბი უნდა გახდეს საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციონერები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
ხაბეიშვილის თქმით, კონკრეტულად იმის შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს იტყვის.
ყველა ახალი ამბავი
0