https://sputnik-georgia.com/20220419/sruli-absurdia-opoziciashi-saxelmwifo-gadatrialebis-gegmebs-uarkopen-266095494.html
„სრული აბსურდია": ოპოზიციაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გეგმებს უარყოფენ
„სრული აბსურდია": ოპოზიციაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გეგმებს უარყოფენ
Sputnik საქართველო
ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალება რომ დაეგეგმა, მაშინ კონკრეტულ პირებს უკვე დააკავებდნენ, აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T17:44+0400
2022-04-19T17:44+0400
2022-04-19T22:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226453_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_66d80ae4088894d851197ac9134a2a92.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ აბსურდი უწოდა ბაკურიანში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამ შეკრების მიზანი იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე ციხის საკანში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.„ჩვენ არანაირი კონსულტაციები არ გვქონია“, – აღნიშნა მან.მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეა დღის წესრიგიდან არასდროს მოხსნილა. თუმცა, მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამისთვის საჭიროა წინასწარ მომზადება და არა განცხადებების კეთება.დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპუტატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226453_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_1a7b521a74c9ce94fff93cfe6f02dd10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„სრული აბსურდია": ოპოზიციაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გეგმებს უარყოფენ
17:44 19.04.2022 (განახლებულია: 22:53 19.04.2022) ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალება რომ დაეგეგმა, მაშინ კონკრეტულ პირებს უკვე დააკავებდნენ, აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ აბსურდი უწოდა ბაკურიანში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამ შეკრების მიზანი იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.
12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.
„სრული აბსურდია, რომ სადმე ტრენინგზე 100 ადამიანის თანდასწრებით ღიად იგეგმება რაიმე შეთქმულება ან გადატრიალება... ეს რომ პროპაგანდისტულ მიზნებს არ ემსახურებოდეს, ახლა უკვე საქმის გამოძიება დაწყებული იქნებოდა და კონკრეტულ ადამიანზე, ვისზეც ეჭვი აქვთ, ძებნას გამოაცხადებდნენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე ციხის საკანში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.
„ჩვენ არანაირი კონსულტაციები არ გვქონია“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეა დღის წესრიგიდან არასდროს მოხსნილა. თუმცა, მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამისთვის საჭიროა წინასწარ მომზადება და არა განცხადებების კეთება.
დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპუტატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.