https://sputnik-georgia.com/20220415/papuasvili-opozicia-umizezod-faci-fucobs-266015746.html
პაპუაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: ოპოზიცია უმიზეზო ფაციფუცით არის დაკავებული
პაპუაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: ოპოზიცია უმიზეზო ფაციფუცით არის დაკავებული
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ნაწილი ისტერიკაშია, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T19:26+0400
2022-04-15T19:26+0400
2022-04-15T23:17+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილის „ფაციფუცი“ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კითხვარის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაუმართლებელია.მანამდე რვა ოპოზიციონერმა დეპტატმა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კითხვარის პასუხების მომზადების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად მთავრობამ ეს კითხვარი უნდა გამოაქვეყნოს.მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მის გარშემო „ეჭვების ბურუსის“ შექმნას ცდილობენ.„რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი კითხვარები არ გამოქვეყნებულა არც უკრაინაში და არც მოლდოვაში.„ასეთ ისტერიას არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ აწყობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიკაშია ყველა საკითხის გარშემო. გასაჯაროვდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველო კითხვარის შევსებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გაითვალისწინებს>>ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღეს.„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პარასკევს ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.თვითშეფასების კითხვარიევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველომ 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს>>ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: ოპოზიცია უმიზეზო ფაციფუცით არის დაკავებული
19:26 15.04.2022 (განახლებულია: 23:17 15.04.2022) ოპოზიციის ნაწილი ისტერიკაშია, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილის „ფაციფუცი“ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კითხვარის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გაუმართლებელია.
მანამდე რვა ოპოზიციონერმა დეპტატმა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კითხვარის პასუხების მომზადების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად მთავრობამ ეს კითხვარი უნდა გამოაქვეყნოს.
„იცით, რომ ძალიან შემჭიდროებულია ვადები – ერთი თვეა კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხალისუფლება იმაზე, რომ კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არაფერი საიდუმლო კითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მის გარშემო „ეჭვების ბურუსის“ შექმნას ცდილობენ.
„რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი კითხვარები არ გამოქვეყნებულა არც უკრაინაში და არც მოლდოვაში.
„ასეთ ისტერიას არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ აწყობს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიკაშია ყველა საკითხის გარშემო. გასაჯაროვდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პარასკევს ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველომ 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.