https://sputnik-georgia.com/20220413/qartuli-ocneba-evrokavsirsi-gawevrianebis-sakitxsi-opoziciastan-ar-itanamsromlebs-265961825.html
„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს
„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს თავიანთი რევოლუციური გეგმების დაჩქარება უნდათ, აღნიშნა კობახიძემ. 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T18:32+0400
2022-04-13T18:32+0400
2022-04-13T22:03+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390493_241:0:3832:2020_1920x0_80_0_0_38dbf481bb65176fffe71cd97f461d20.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარის შევსების საკითხში რიგ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველომ კვირის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“, ამასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოსთვის გამოგზავნილი კითხვარის გამოქვეყნებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამაგალითო პასუხების წარმოდგენას პარლამენტის სხდომაზე, ევროინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერებულ მუშაობას, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმების შესრულებას და ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში შესვლის სტრატეგიის წარმოდგენას.კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.„გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პორობლემა არ გვაქვს. მთავარია, როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.მან პარტიებს „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტები უწოდა.საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა>>„ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.ოპოზიციის ნაწილსა და „ოცნებას“ შორის ურთიერთობები უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიცია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს, მმართველი პარტია კი მათ ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390493_690:0:3383:2020_1920x0_80_0_0_6ebd1b8b44c0895283dd4a07b4fab4b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს
18:32 13.04.2022 (განახლებულია: 22:03 13.04.2022) „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს თავიანთი რევოლუციური გეგმების დაჩქარება უნდათ, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კითხვარის შევსების საკითხში რიგ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ კვირის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“, ამასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.
„ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა და ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობას ნამდვილად არ ვაპირებთ ამ კითხვარის შევსებისას“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მიერ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოსთვის გამოგზავნილი კითხვარის გამოქვეყნებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სამაგალითო პასუხების წარმოდგენას პარლამენტის სხდომაზე, ევროინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერებულ მუშაობას, მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმების შესრულებას და ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში შესვლის სტრატეგიის წარმოდგენას.
კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.
„გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პორობლემა არ გვაქვს. მთავარია, როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მან პარტიებს „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტები უწოდა.
„ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის ნაწილსა და „ოცნებას“ შორის ურთიერთობები უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიცია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს, მმართველი პარტია კი მათ ომის გაჩაღების მცდელობაში ადანაშაულებს.