https://sputnik-georgia.com/20220414/soflis-meurneobis-xelsewyoba-da-ganviyareba-saministros-musaobis-mimartulebebi-265993474.html
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება: სამინისტროს მუშაობის მიმართულებები
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება: სამინისტროს მუშაობის მიმართულებები
Sputnik საქართველო
მინისტრმა დეპუტატებს შესრულებული სამუშაოს წლიური ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
2022-04-14T22:05+0400
2022-04-14T22:05+0400
2022-04-15T00:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24636/20/246362043_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_e19f00e41536f0c105c801133fe9affc.jpg
მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობები, ექსპორტის განვითარების პერსპექტივები, პროდუქციის ხარისხის კონტროლი - სოფლის მეურნეობის ეს და სხვა მიმართულებები იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემა.Sputnik-საქართველო გთავაზობთ მინისტრის გამოსვლის მთავარ თემებს.ქართული ბაღების განვითარებასოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის განვითარებას. მისი თქმით, ბოლო წლებში ასეთი კულტურების მოყვანა ქვეყანაში 33%-ით გაიზარდა და ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა სამთავრობო პროგრამამ „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს.„პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში 2021 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა“, - განაცხადა შამუგიამ.მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა >>მისი თქმით, ფერმერები ყველაზე დიდ დაინტერესებას კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების მიმართ გამოხატავენ.ბოსტნეული და შემნახველი მეურნეობებისაქართველოში ბოსტნეულის წარმოებაც გაიზარდა. მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით წარმოება ერთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა, ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არასეზონზე დამოკიდებულია ბოსტნეულის იმპორტზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობების სიმცირით.მისი თქმით, ბოსტნეულის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ხელს შეუწყობს შემნახველი საწარმოები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განვითარდება.„სახელმწიფოს ხელშეწყობით 2021 წელს 34 ათას ტონაზე მეტი ტევადობის შემნახველი მეურნეობა შეიქმნა. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა“, - განაცხადა შამუგიამ.მისი თქმით, 12 გადამმუშავებელი საწარმო, ძირითადად, ღვინის წარმოებით და ხილის გადამუშავებით არის დაკავებული, დანარჩენი საწარმოები - ბოსტნეულის გადამუშავებით.ხარისხზე ზრუნვის საკითხიმინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად, არის პროდუქციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება.მისი თქმით, 2022-25 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში, რომელთა დახმარებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლი გაძლიერდება და ფერმერები საერთაშორისო ბაზრებზე უსაფრთხო პროდუქციას გაიტანენ.საქართველო იმპორჩანაცვლებისთვის ხორბლის წარმოების გაზრდას გეგმავს >>სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხოების მეორე კომპონენტად მინისტრმა დაასახელა ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება და შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის დანერგვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24636/20/246362043_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_2aac829f5573021f7ed77e96f26689cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოფლის მეურნეობა ხელშეწყობა განვითარება სამინისტრო მუშაობა მიმართულებები
სოფლის მეურნეობა ხელშეწყობა განვითარება სამინისტრო მუშაობა მიმართულებები
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება: სამინისტროს მუშაობის მიმართულებები
22:05 14.04.2022 (განახლებულია: 00:04 15.04.2022) მინისტრმა დეპუტატებს შესრულებული სამუშაოს წლიური ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობები, ექსპორტის განვითარების პერსპექტივები, პროდუქციის ხარისხის კონტროლი - სოფლის მეურნეობის ეს და სხვა მიმართულებები იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ მინისტრის გამოსვლის მთავარ თემებს.
ქართული ბაღების განვითარება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის განვითარებას. მისი თქმით, ბოლო წლებში ასეთი კულტურების მოყვანა ქვეყანაში 33%-ით გაიზარდა და ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა სამთავრობო პროგრამამ „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს.
„პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში 2021 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა“, - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, ფერმერები ყველაზე დიდ დაინტერესებას კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების მიმართ გამოხატავენ.
ბოსტნეული და შემნახველი მეურნეობები
საქართველოში ბოსტნეულის წარმოებაც გაიზარდა. მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით წარმოება ერთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა, ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არასეზონზე დამოკიდებულია ბოსტნეულის იმპორტზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობების სიმცირით.
მისი თქმით, ბოსტნეულის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ხელს შეუწყობს შემნახველი საწარმოები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განვითარდება.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით 2021 წელს 34 ათას ტონაზე მეტი ტევადობის შემნახველი მეურნეობა შეიქმნა. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა“, - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, 12 გადამმუშავებელი საწარმო, ძირითადად, ღვინის წარმოებით და ხილის გადამუშავებით არის დაკავებული, დანარჩენი საწარმოები - ბოსტნეულის გადამუშავებით.
მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად, არის პროდუქციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება.
მისი თქმით, 2022-25 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში, რომელთა დახმარებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლი გაძლიერდება და ფერმერები საერთაშორისო ბაზრებზე უსაფრთხო პროდუქციას გაიტანენ.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხოების მეორე კომპონენტად მინისტრმა დაასახელა ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება და შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის დანერგვა.