https://sputnik-georgia.com/20210720/saqartvelodan-mocvis-eqsporti-gaizarda-252365505.html
მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
Sputnik საქართველო
ქართული მოცვის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T09:41+0400
2021-07-20T09:41+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/71/247107104_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a757fc03c5cb5b7dfa5614ce5f6a446a.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).ბოლო პერიოდში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტის მოცულობამ 3 მლნ დოლარს გადააჭარბა.
https://sputnik-georgia.com/20210702/eqsportze-4-atas-tonaze-meti-atami-gavida-252197866.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/71/247107104_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_af2a1b938ffa60462f13b6dba0a0c015.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
მოცვის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა
09:41 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ქართული მოცვის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ დოლარი შეადგინა,
ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).
ბოლო პერიოდში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტის მოცულობამ 3 მლნ დოლარს გადააჭარბა.