https://sputnik-georgia.com/20220414/saqartvelo-xorblis-warmoebis-gazrdas-gegmavs-265990278.html
საქართველო იმპორტჩანაცვლების მიზნით ხორბლის წარმოების გაზრდას გეგმავს
საქართველო იმპორტჩანაცვლების მიზნით ხორბლის წარმოების გაზრდას გეგმავს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. 14.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-14T19:50+0400
2022-04-14T19:50+0400
2022-04-14T23:15+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23223/86/232238686_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_57f727f004aa63a076abd4900c8334b8.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე, მათ შორის მარცვლეული კულტურების მოყვანის გაფართოებაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში.ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა. შესაბამისად, შარშან გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ამჟამად უკრაინა–რუსეთის კონფლიქტმა მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.„ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15%-დან 50%-მდე“, – განაცხადა შამუგიამ.ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში საქართველოს სურსათის მოწოდების კუთხით პრობლემა არ აქვს.„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს პროცესს და იმპორტიორებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სურსათის მოწოდების პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა შამუგიამ.FAO: სურსათზე მსოფლიო ფასები რეკორდულად გაიზარდა>>>წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის – მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23223/86/232238686_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_78fd1c02637e95b46d8c54fe1b81cff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო იმპორტჩანაცვლების მიზნით ხორბლის წარმოების გაზრდას გეგმავს
19:50 14.04.2022 (განახლებულია: 23:15 14.04.2022) საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე, მათ შორის მარცვლეული კულტურების მოყვანის გაფართოებაზე, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა. შესაბამისად, შარშან გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ამჟამად უკრაინა–რუსეთის კონფლიქტმა მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
„დღეს არსებულმა სიტუაციამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე“, – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.
„ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15%-დან 50%-მდე“, – განაცხადა შამუგიამ.
ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში საქართველოს სურსათის მოწოდების კუთხით პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს პროცესს და იმპორტიორებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სურსათის მოწოდების პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა შამუგიამ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის – მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.