https://sputnik-georgia.com/20220413/transkaspiuri-derefnis-ganvitarebistvis-ertoblivi-sawarmo-seiqmneba-265940591.html
ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება
ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება
Sputnik საქართველო
ერთობლივი საწარმო გაზრდის დერეფნის ღირებულებას, რადგან შეამსუბუქებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს და მოაწესრიგებს ტრანსსასაზღვრო ტარიფებს. 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T09:41+0400
2022-04-13T09:41+0400
2022-04-13T14:22+0400
ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989494_0:137:3279:1981_1920x0_80_0_0_1ba745d08e4b964a3012961b9a1c27ac.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ტრანსკასპიური დერეფნის (ТМТМ/Middle Corridor) განვითარების ერთობლივი საწარმო საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის შემუშავების სტადიაშია და, სავარაუდოდ, ოფიციალურად 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში დარეგისტრირდება.ამის შესახებ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ТММТ) გენერალურმა მდივანმა ჰაიდარ აბდიქერიმოვმა განაცხადა სამიტზე RailFreight Summit, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.ერთობლივი საწარმოს შექმნის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ შერწყმა კასპიის ზღვის პორტების გავლით და ამგვარად დერეფნის გაფართოება ირანამდე, არაბულ ქვეყნებამდე, სპარსეთის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთ აფრიკამდე და ინდოეთამდე.ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება>>ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989494_377:0:3108:2048_1920x0_80_0_0_6025141e2c9ff0cf5e0c90fe17b045d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი
ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი
ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება
09:41 13.04.2022 (განახლებულია: 14:22 13.04.2022) ერთობლივი საწარმო გაზრდის დერეფნის ღირებულებას, რადგან შეამსუბუქებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს და მოაწესრიგებს ტრანსსასაზღვრო ტარიფებს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ტრანსკასპიური დერეფნის (ТМТМ/Middle Corridor) განვითარების ერთობლივი საწარმო საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის შემუშავების სტადიაშია და, სავარაუდოდ, ოფიციალურად 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში დარეგისტრირდება.
ამის შესახებ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ТММТ) გენერალურმა მდივანმა ჰაიდარ აბდიქერიმოვმა განაცხადა სამიტზე RailFreight Summit, იუწყება
Sputnik–აზერბაიჯანი.
აბდიქერიმოვის თქმით, ერთობლივი საწარმო გაზრდის შუა დერეფნის ღირებულებას, რადგან ის შეამსუბუქებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს, ჰარმონიულს გახდის ტრანსსასაზღვრო ტარიფებს და ხელს შეუწყობს უნიფიცირებული IТ–პლატფორმის დანერგვას მთელ დერეფანში გადაზიდვების მომსახურების სრული ავტომატიზაციისთვის.
ერთობლივი საწარმოს შექმნის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ შერწყმა კასპიის ზღვის პორტების გავლით და ამგვარად დერეფნის გაფართოება ირანამდე, არაბულ ქვეყნებამდე, სპარსეთის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთ აფრიკამდე და ინდოეთამდე.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.
დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.