https://sputnik-georgia.com/20220310/transkaspiuri-satransporto-marsruti-saqartvelos-azwrbaijanis-da-yazaxetis-setanxmeba-265132071.html
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება
Sputnik საქართველო
მარშრუტზე შესაძლებელია წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირება, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერი.
2022-03-10T20:28+0400
2022-03-10T20:28+0400
2022-03-10T22:25+0400
დსთ
ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22976/71/229767193_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_785258d3c643f91e3c05842dbc8446b8.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“.9-10 მარტს გაიმართა მოლაპარაკებები ყაზახეთის ინდუსტრიის სამინისტროს, აზერბაიჯანის ციფრული და ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, სადაც ყაზახური და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვების საკითხები განიხილეს.ანტიკრიზისული ღონისძიებების შტაბის სხდომაზე განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შედეგები და ყაზახეთის ტვირთების გადაზიდვების თემა, იუწყება გამოცემა.„TITR მარშრუტის განვითარების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც იმუშავებს გამჭოლი ტარიფწარმოქმნის, ტვირთების დეკლარირების, ერთობლივი IT–გადაწყვეტილებების გამოყენების და სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაციის საკითხებზე“, – ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.მარშრუტზე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთების, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.ლიანიუნგანის (ჩინეთი) პორტის გავლით არსებულ მარშრუტთან დაკავშირებით მუშავდება ტრანზიტული ტვირთგადაზიდვების ტარიფის შემცირების საკითხი, დასძინეს მთავრობის პრეს-სამსახურში.ჩინეთთან საზღვარზე ყაზახური ტვირთების შეყოვნების შემთხვევები არ შეიმჩნევა.ხოლო ბიზნესის სფეროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ბელარუსის საზღვარზე ტვირთების შეყოვნების შემთხვევების შესახებ არ დადასტურდა.წყარო - Sputnik-ყაზახეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22976/71/229767193_120:0:1928:1356_1920x0_80_0_0_11f49af5560e93cf3bd441c5a0e63620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება
20:28 10.03.2022 (განახლებულია: 22:25 10.03.2022) მარშრუტზე შესაძლებელია წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირება, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი“.
9-10 მარტს გაიმართა მოლაპარაკებები ყაზახეთის ინდუსტრიის სამინისტროს, აზერბაიჯანის ციფრული და ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, სადაც ყაზახური და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვების საკითხები განიხილეს.
ანტიკრიზისული ღონისძიებების შტაბის სხდომაზე განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შედეგები და ყაზახეთის ტვირთების გადაზიდვების თემა, იუწყება გამოცემა.
„TITR მარშრუტის განვითარების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც იმუშავებს გამჭოლი ტარიფწარმოქმნის, ტვირთების დეკლარირების, ერთობლივი IT–გადაწყვეტილებების გამოყენების და სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაციის საკითხებზე“, – ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მარშრუტზე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთების, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
ლიანიუნგანის (ჩინეთი) პორტის გავლით არსებულ მარშრუტთან დაკავშირებით მუშავდება ტრანზიტული ტვირთგადაზიდვების ტარიფის შემცირების საკითხი, დასძინეს მთავრობის პრეს-სამსახურში.
ჩინეთთან საზღვარზე ყაზახური ტვირთების შეყოვნების შემთხვევები არ შეიმჩნევა.
ხოლო ბიზნესის სფეროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ბელარუსის საზღვარზე ტვირთების შეყოვნების შემთხვევების შესახებ არ დადასტურდა.