მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სანქციებთან მიერთებაზე უარის გამო: ინდოეთის პრემიერი შესაძლოა G7-ის სამიტზე არ მიიწვიონ

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშინარენდრა მოდი
ნარენდრა მოდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. გერმანიის ოფიციალური პირები განიხილავენ საკითხს, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის G7-ის სამიტზე მიწვევას ეხება, იტყობინება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მოდი სამიტზე შესაძლოა იმის გამო არ მიიწვიონ, რომ ინდოეთმა არ დაგმო რუსული „სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში და არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს.
წყაროს თქმით, G7-ის სამიტზე, რომელიც ბავარიაში ივნისში გაიმართება, 24 თებერვლამდე სენეგალის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ინდონეზიისა და ინდოეთის წარმომადგენლების მიწვევა იგეგმებოდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო, ხოლო ინდოეთი ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა, მისი სამიტზე მიწვევა ეჭვქვეშ დადგა.
როგორც გერმანიის მინისტრთა კაბინეტის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრაიტმა განაცხადა, „გერმანიის კანცლერმა არაერთხელ თქვა, რომ სურს სანქციებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პარტნიორი შეუერთდეს“.
აღსანიშნავია, რომ ანტირუსულ სანქციებს ასევე არ შეერთებიან სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია და სენეგალი.
ინდოეთმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ არ აპირებდა დასავლეთის სანქციებთან შეერთებას. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოუწოდა უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაუბრუნდნენ დიალოგს“. ამასთან მან თავი შეიკავა რუსეთის ან უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებების შეფასებისგან.
11 აპრილს კი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ ნავთობის შესყიდვა რუსეთის ფედერაციიდან აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და უარი თქვა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებზე გამოთქმულ მოწოდებებზე, არ გაზარდოს რუსული ენერგორესურსების შესყიდვები.
ყველა ახალი ამბავი
0