https://sputnik-georgia.com/20220412/dris-astroprognozi-12-aprili-265884725.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T00:15+0400
2022-04-12T00:15+0400
2022-04-12T09:25+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/04/246690432_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_448f65f55acb55e6ffef87bb4bd09789.jpg
დღეს 2022 წლის 12 აპრილია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.კარგი იქნება, თუ არ აჩქარდებით, დღეს ბევრ საქმეს იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ვარაუდობდით. მნიშვნელოვანია, რომ არ განერვიულდეთ და თავი გააკონტროლოთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აპრილი>>ვერძი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრ რამეს მოასწრებთ, თუ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანით დაიწყებთ. ამოცანების სირთულე ნუ შეგაშინებთ – დღეს ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად. პრობლემები არ გელოდებათ პირად ურთიერთობებში.კურო: დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ გამოდგება. დილით გონება გაფანტული გექნებათ, პრობლემებს შეგიქმნიან ირგვლივ მყოფებიც. იღბლიანად აეწყობა დღის მეორე ნახევარი. მიღწევთ იმას, რისკენაც დიდი ხანია, ისწრაფვოდით. შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.ტყუპი: ენდეთ ინტუიციას. ის ზუსტად მიგანიშნებთ მიზნის მიღწევისთვის საჭირო გზებს. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. შეძლებთ განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ. პირადი ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება.კირჩხიბი: იმოქმედეთ თანმიმდევრულად და მოერიდეთ ქაოსს, მისდიეთ წინასწარ შედგენილ გეგმას. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ და არა სხვების დახმარების. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გექნებათ, აუცილებლად გამონახავთ დროს ურთიერთობებისთვის ახლობლებთან.კურო: იყავით მტკიცედ განწყობილი და კატეგორიული – ამის წყალობით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში. ახლობლებთან ფინანსური საკითხების განხილვას დღეს მოერიდეთ. საღამო ხელსაყრელი დროა რომანტიკული პაემნისთვის.ქალწული: გარშემომყოფებთან, მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობები თქვენგან მოთმინებასა და თავის კონტროლს მოითხოვს, თუმცა სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა, რომლითაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიძლება დაიწყოს.სასწორი: ბევრ რამეს გაართმევთ თავს კარგად, თუნდაც განსაკუთრებით არ ეცადოთ და დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. კარგად ჩაივლის მგზავრობა, განსაკუთრებით, ახლობელ ადამიანთან ერთად.მორიელი: გელოდებათ მშფოთვარე, დატვირთული და ძალზე საინტერესო დღე. ინტუიცია ბევრ რამეს გიკარნახებთ, ამიტომ მოუსმინეთ მას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. კარგი დღეა გარიგებების დადებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ძალზე პასუხისმგებლიანი და სერიოზული იქნებით.მშვილდოსანი: ეცადეთ, საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ. ბევრს მიაღწევთ, თუ უარს იტყვით იდეებზე, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. დეტალებისადმი ყურადღება მართებთ მათ, ვინც დღეს მგზავრობას აპირებს. ვინც რომანტიკულ პაემანზე წავა, უამრავი დადებითი ემოცია ელოდება.თხის რქა: წამიერ სურვილებს ნუ აჰყვებით და მათ გამო უარს ნუ იტყვით მნიშვნელოვან გეგმებზე. სიფრთხილე არ გაწყენთ საქმიან მოლაპარაკებებზე – ძველმა პარტნიორებმაც კი შეიძლება არასწორად გაგიგონ. პირადი ურთიერთობები კი მსუბუქად აეწყობა. შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.მერწყული: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებს. ამის წყალობით არ დაუშვებთ შეცდომებს, თავიდან აიცილებთ დასანან გაუგებრობებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და სერიოზული საუბრები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. საღამოს განწყობას კარგი სიახლეები აგიმაღლებთ.თევზები: კარგი დღეა როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე ახლახან გაცნობილებთან ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ თემაზე შეძლებთ საინტერესო საუბარს. შესაძლებელია ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში – ისინი უფრო არაფორმალური გახდება და არც ისა გამორიცხული, რომ სასიყვარულო ელფერი მიიღოს.
https://sputnik-georgia.com/20180517/ra-ZiriTadi-dadebiTi-Tvisebebi-axasiaTebs-zodiacos-TiToeul-niSans-240492240.html
https://sputnik-georgia.com/20210715/zodiaqo-SeuTavsebeli-da-amave-dros-mimzidveli-wyvilebi-252308779.html
https://sputnik-georgia.com/20170905/yvelaze-erTguli-mamakacebis-kvarteti-zodiaqos-niSniT-237176696.html
https://sputnik-georgia.com/20220215/zodiaqos-nisnebi-romlebsac-erti-naxvit-uyvardebat-264445579.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/04/246690432_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3046e96cc5cf883a037e51d3dd2207ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი
00:15 12.04.2022 (განახლებულია: 09:25 12.04.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 აპრილია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
კარგი იქნება, თუ არ აჩქარდებით, დღეს ბევრ საქმეს იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ვარაუდობდით. მნიშვნელოვანია, რომ არ განერვიულდეთ და თავი გააკონტროლოთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა.
ვერძი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრ რამეს მოასწრებთ, თუ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანით დაიწყებთ. ამოცანების სირთულე ნუ შეგაშინებთ – დღეს ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად. პრობლემები არ გელოდებათ პირად ურთიერთობებში.
კურო: დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ გამოდგება. დილით გონება გაფანტული გექნებათ, პრობლემებს შეგიქმნიან ირგვლივ მყოფებიც. იღბლიანად აეწყობა დღის მეორე ნახევარი. მიღწევთ იმას, რისკენაც დიდი ხანია, ისწრაფვოდით. შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.
ტყუპი: ენდეთ ინტუიციას. ის ზუსტად მიგანიშნებთ მიზნის მიღწევისთვის საჭირო გზებს. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. შეძლებთ განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ. პირადი ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება.
კირჩხიბი: იმოქმედეთ თანმიმდევრულად და მოერიდეთ ქაოსს, მისდიეთ წინასწარ შედგენილ გეგმას. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ და არა სხვების დახმარების. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გექნებათ, აუცილებლად გამონახავთ დროს ურთიერთობებისთვის ახლობლებთან.
კურო: იყავით მტკიცედ განწყობილი და კატეგორიული – ამის წყალობით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში. ახლობლებთან ფინანსური საკითხების განხილვას დღეს მოერიდეთ. საღამო ხელსაყრელი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ქალწული: გარშემომყოფებთან, მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობები თქვენგან მოთმინებასა და თავის კონტროლს მოითხოვს, თუმცა სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა, რომლითაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიძლება დაიწყოს.
სასწორი: ბევრ რამეს გაართმევთ თავს კარგად, თუნდაც განსაკუთრებით არ ეცადოთ და დიდი ძალისხმევა არ გამოიჩინოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. კარგად ჩაივლის მგზავრობა, განსაკუთრებით, ახლობელ ადამიანთან ერთად.
მორიელი: გელოდებათ მშფოთვარე, დატვირთული და ძალზე საინტერესო დღე. ინტუიცია ბევრ რამეს გიკარნახებთ, ამიტომ მოუსმინეთ მას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. კარგი დღეა გარიგებების დადებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ძალზე პასუხისმგებლიანი და სერიოზული იქნებით.
მშვილდოსანი: ეცადეთ, საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ. ბევრს მიაღწევთ, თუ უარს იტყვით იდეებზე, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. დეტალებისადმი ყურადღება მართებთ მათ, ვინც დღეს მგზავრობას აპირებს. ვინც რომანტიკულ პაემანზე წავა, უამრავი დადებითი ემოცია ელოდება.
თხის რქა: წამიერ სურვილებს ნუ აჰყვებით და მათ გამო უარს ნუ იტყვით მნიშვნელოვან გეგმებზე. სიფრთხილე არ გაწყენთ საქმიან მოლაპარაკებებზე – ძველმა პარტნიორებმაც კი შეიძლება არასწორად გაგიგონ. პირადი ურთიერთობები კი მსუბუქად აეწყობა. შეყვარებულებს რომანტიკული სიურპრიზები ელოდებათ.
მერწყული: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებს. ამის წყალობით არ დაუშვებთ შეცდომებს, თავიდან აიცილებთ დასანან გაუგებრობებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და სერიოზული საუბრები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. საღამოს განწყობას კარგი სიახლეები აგიმაღლებთ.
თევზები: კარგი დღეა როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე ახლახან გაცნობილებთან ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ თემაზე შეძლებთ საინტერესო საუბარს. შესაძლებელია ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში – ისინი უფრო არაფორმალური გახდება და არც ისა გამორიცხული, რომ სასიყვარულო ელფერი მიიღოს.