Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოიხსნება თუ არა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება - მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ადამიანები მაღაზიაში
პირბადიანი ადამიანები მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი ერთადერთი შეზღუდვა შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენებაა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარების მიუხედავად, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულების მოხსნა ჯერ არ განიხილება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში ჯერჯერობით აკვირდებიან ტენდენციას იმ ქვეყნებში, სადაც პირბადის ტარება დახურულ სივრცეში აღარ არის სავალდებულო.

„ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი – შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მალე პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.
ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა თანდათან იკლებს>>
„რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა. დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 107-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.651.577-ს მიაღწია.
ამირან გამყრელიძე: ჯანმომ შეიძლება პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.631.715 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 16.777 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0