Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა თანდათან იკლებს

© Facebook / AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და სხვა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა თანდათან იკლებს.
ჩხაიძის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში (გერმანია, სამხრეთ კორეა და ა.შ.) ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ უახლოეს კვირებში ან 2-3 თვის განმავლობაში პანდემიის დასასრულის გამოცხადებას არ უნდა ველოდოთ.

„თუ მაისის ბოლოსთვის ვნახეთ, რომ ახალი მუტაცია არ არის და „ომიკრონით“ გამოწვეული ბოლო ტალღები ყველა ქვეყანაში უკვე სტაბილურ მდგომარეობამდე მიდის, მაშინ იმის უფრო მეტია შანსია, 2022 წლის ბოლოსთვის მოვისმინოთ, რომ პანდემია დამარცხებულია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.
ამირან გამყრელიძე: ჯანმომ შეიძლება პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0