https://sputnik-georgia.com/20220411/jandacvis-saministro-kovid-klinikebs-amowmebs-265900044.html
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს ამოწმებს
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს ამოწმებს
Sputnik საქართველო
კლინიკების შემოწმება ჯანმოს მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი არჩევენ. 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T18:09+0400
2022-04-11T18:09+0400
2022-04-11T22:08+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_0:5:1728:977_1920x0_80_0_0_09d6ddf0691785f4640a8107761dbbd7.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს კოვიდ-კლინიკების შემოწმებას ინფექციებზე, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.უწყებაში კონტროლის ამ მექანიზმს მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში. მინისტრის თქმით, კოვიდ-კლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, ის სისტემატური ხასიათისა იქნება.მისი თქმით, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების საჭიროება დადგება, ასეც მოხდება.„ასეთი ფაქტები თუ იქნება, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უნდა დაბრუნდეს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.კლინიკების მონიტორინგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს; ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი არჩევენ.უფრო ადრე საქართველოს მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.ცერცვაძე: ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდ–ავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია>>ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_347:123:1605:1066_1920x0_80_0_0_ebe42e9db2e622f2686154971a3f9cfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს ამოწმებს
18:09 11.04.2022 (განახლებულია: 22:08 11.04.2022) კლინიკების შემოწმება ჯანმოს მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი არჩევენ.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს კოვიდ-კლინიკების შემოწმებას ინფექციებზე, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
უწყებაში კონტროლის ამ მექანიზმს მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში. მინისტრის თქმით, კოვიდ-კლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, ის სისტემატური ხასიათისა იქნება.
„ფინანსურ ნაწილთან ერთად აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით. კლინიკებს გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ 2-3-კვირიან პერიოდში განმეორებით ხდება შემოწმება. იგივე პრობლემის, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში სხვადასხვა სანქციებს მივმართავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების საჭიროება დადგება, ასეც მოხდება.
„ასეთი ფაქტები თუ იქნება, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უნდა დაბრუნდეს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
კლინიკების მონიტორინგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს; ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი არჩევენ.
უფრო ადრე საქართველოს მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.
ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის.