https://sputnik-georgia.com/20220114/cercvaze-kovidavadmyofebsi-infeqciaze-263610984.html
ცერცვაძე: ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდ–ავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია
ცერცვაძე: ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდ–ავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია
Sputnik საქართველო
ჰოსპიტალური ინფექცია კლინიკაში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა სახის კონტაქტის შედეგად ხშირად ემართებათ პაციენტებს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი... 14.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-14T12:47+0400
2022-01-14T12:47+0400
2022-01-14T12:47+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262474113_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7653ccb7f8f10f10779ae477ca2de91f.jpg
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდაჰოსპიტალური ინფექციები.ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უწყების მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.ცერცვაძემ ყოფილი მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ კლინიკებში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში და რადგან კოვიდინფიცირებული პირები სხვა პაციენტებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, ალბათობა იმისა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია.„ტიკარაძემ სწორად ბრძანა, კონსტატაცია სწორად მოახდინა. თუმცა, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.ცერცვაძის განმარტებით, პრობლემის აღმოფხვრას ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.როგორც ტიკარაძემ დეკემბერში, უწყების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოში არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არის ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყოფილმა მინისტრმა ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობა დაასახელა.საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები არ მცირდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი COVID-19-ს 14.395 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262474113_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_606c7055484d98900d8050dd44ad056e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ცერცვაძე: ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდ–ავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია
ჰოსპიტალური ინფექცია კლინიკაში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა სახის კონტაქტის შედეგად ხშირად ემართებათ პაციენტებს, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი იმუნური სისტემა, სხვადასხვა სახის პათოლოგია, ქრონიკული დაავადებები აქვთ.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდაჰოსპიტალური ინფექციები.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უწყების მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.
ცერცვაძემ ყოფილი მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ კლინიკებში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში და რადგან კოვიდინფიცირებული პირები სხვა პაციენტებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, ალბათობა იმისა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდია.
„ტიკარაძემ სწორად ბრძანა, კონსტატაცია სწორად მოახდინა. თუმცა, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
ცერცვაძის განმარტებით, პრობლემის აღმოფხვრას ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.
„ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. პრობლემის აღმოფხვრა კოვიდის პანდემიას ვერ მოუსწრებს, ეს წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ტიკარაძემ დეკემბერში, უწყების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოში არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არის ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
ყოფილმა მინისტრმა ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობა დაასახელა.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები არ მცირდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი COVID-19-ს 14.395 ადამიანი ემსხვერპლა.