საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უფრო მეტ სერვისს დააფინანსებს

© AP Photo / Omar Marquesკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალური პროგრამა ფარავდა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საყოველთაო ჯანდაცის პროგრამას ახალი მომსახურებები დაემატება, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.

„ამ პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალური პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც ბოლო წლებში რეფერალურ პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.
„რეფერალური პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება“, – თქვა აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ასეთი მომსახურებები საკმაოდ ბევრია. ამიტომ სამინისტრო განიხილავს – დამატებით რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
საქართველოში უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი დაიწყო>>
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0