დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აპრილი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 6 აპრილია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
შესანიშნავი დღეა. არის შანსი, რომ სანუკვარი მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას. ვინც დათესა, დღეს ნაყოფს მოიმკის – გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები. იღბლიანი დღეა ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ საეჭვო და სარისკო ექსპერიმენტებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 აპრილი>>
ვერძი: დღეს მეთოჯინის როლში მოევლინებით გარშემომყოფებს: შეუმჩნევლად აამოძრავებთ უხილავ ძაფებს, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უხეშ ინტრიგას მიმართავთ – უბრალოდ, „შემოვლითი გზით“ მოქმედება უფრო ეფექტური იქნება. ირგვლივ მყოფები იმოქმედებენ ისე, როგორც თქვენ გინდათ.
აყვავებული რტო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
ზოდიაქო: აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს ყველა საქმეში საკუთარ თავზე იზრუნებთ და გარშემომყოფები შეიძლება არც გაგახსენდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, კატეგორიული მაინც არ უნდა იყოთ. ეცადეთ, ირგვლივ მყოფებთან საერთო ენა გამონახოთ. მოერიდეთ ჩხუბს.
ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მოქნილი იყოთ, არ „ჩაიციკლოთ“ რამე ერთ ვარიანტზე, რადგან მიზანთან მისასვლელი რამდენიმე გზა შეიძლება იყოს. გაითვალისწინეთ გარშემომყოფების ინტერესებიც. დღეს კომპრომისებზე წასვლით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ჯიუტი მოქმედებებით.
კირჩხიბი: მშვიდი დღე გელოდებათ. არა აქვს აზრი აჩქარებას, ვინმეზე ან რამეზე გამოდევნებას – დღეს მაინც თქვენზე არაფერი იქნება დამოკიდებული. მოვლენები თქვენ გარეშე განვითარდება. ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ, გამოიყენეთ ეს დღე, რომ ენერგია დაიმარაგოთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: გაქვთ შანსი, რომ თქვენი გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, ახალი პოზიციები „დაიპყროთ“, თავი შესანიშნავად წარმოადგინოთ, დაასრულოთ სამუშაო ან სამუშაოს ეტაპი, აღმოჩნდეთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე... მნიშვნელოვან წინსვლას შეძლებთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.
ქალწული: დღეს რთული საუბარი გელოდებათ ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ამ საუბარს დიდი გავლენა ექნება თქვენს მომავალზე, თუნდაც მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებზე იყო ლაპარაკი. ყველანაირად ეცადეთ, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
სასწორი: თქვენი მოსაზრებები დღეს ყველას დააინტერესებს. დღის კითხვა თქვენკენ იქნება მომართული: „თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?“ დღეს შესანიშჯნავად გაართმევთ თავს ექსპერტისა და კონსულტანტის როლს. თქვენი გამოცდილება ამისთვის საკმარისი იქნება. გარშემომყოფების თვალში თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
მორიელი: შეიქმნება მოსახერხებელი ვითარება, რომ ნებისმიერ სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოთ. თქვენი არგუმენტები ძლიერია. გარშემომყოფები მზად არიან, თქვენკენ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგან. ახლობლები მხარს დაგიჭერენ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნახტომი გააკეთოთ – იმოქმედეთ!
მშვილდოსანი: ყველა საქმეს, რასაც დღეს ხელს მოკიდებთ, გაგრძელება ექნება. ისინი დიდ როლს შეასრულებს სამუშაოზე თუ პირად ცხოვრებაში. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, უმცირეს დეტალებსაც კი დიდი ყურადღება მიაქციოთ. თუ არჩევნის წინ დადგებით, ეცადეთ, გადაწყვეტილებამდე შედეგები გათვალოთ.
თხის რქა: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს შეიძლება გაგაკრიტიკონ. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს, ეცადეთ, შენიშვნები გააანალიზოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავთ. იქნებ, მართლა საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა? დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება – ეს კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით
მერწყული: დღეს განსაკუთრებით „შეგაწუხებთ“ ღირებული იდეები და ბრძნული აზრები და მზად ხართ, ისინი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. ამას ყველა შეიძლება გაგებით არ მოეკიდოს, მაგრამ ზოგიერთისთვის თქვენი რჩევა სულზე მისწრება იქნება. მიმართეთ თქვენი მენტორული განწყობა მათკენ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
თევზები: მარტივი ამოცანა არ გექნებათ – საჭიროა გამოსახოთ ირგვლივ მყოფებთან, რომ ძალიან დაკავებული ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან დავალებებს ვერ აუხვალთ, ყველას ექნება რაღაც გასაკეთებელი და თქვენ მოგმართავთ დახმარებისთვის. ასე რომ, მიხედეთ თქვენს საქმეებს – რეალურად ან, ამის ილუზია მაინც შექმენით.
ყველა ახალი ამბავი
0