ზოდიაქო: აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / raushenbergerაყვავებული რტო
აყვავებული რტო - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თუ გინდათ საწადელს მიაღწიოთ, გაეცანით ასტროლოგების რჩევებს.
აპრილი საკმაოდ დინამიკური თვე იქნება. მოგვიწევს მეტი მუშაობა და ნაკლები დასვენება.
ვერძი: მოგიწევთ ბევრი მუშაობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ენერგია და ძალთა ბალანსი. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ დანაკარგს – ეს ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ ნივთს, არამედ მეგობრობას, სიყვარულს, ავტორიტეტს. სცადეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან გათავისუფლება – შეწყვიტეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტი.
კურო: პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებაა. აზრების ვექტორი მხიარულებისკენ მიმართეთ. შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ. არ ღირს ურთიერთობები უსიამოვნო თემებთან დაკავშირებით. აპრილი შესაფერისი თვეა იმისთვის, რომ მოაგვაროთ უთანხმოებები ოჯახსა თუ სამუშაოზე.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ტყუპი: ექსპერტები გირჩევენ, აჰყვეთ იმპულსებს, ენდოთ ინტუიციას. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების შეცვლა აზრის ძალითაც შეიძლება, ამიტომ იფიქრეთ დადებით შედეგებზე. უარყოფითი მოგონებები მოიშორეთ. იყავით მეგობრული, ეცადეთ, იმუშაოთ გუნდთან ერთად. ირგვლივ მყოფებისგან პოზიტიურ ენერგიასა და განწყობას მიიღებთ.
კირჩხიბი: თქვენთვის აპრილი ძალზე მნიშვნელოვანი და საბედისწერო თვე იქნება. თუ ამ თვეს განიხილავთ, როგორც რთულ საჭადრაკო პარტიას, დაფაზე უნდა იყოთ ცხენი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა და საჭირო მომენტში შესაფერისი პირობების შექმნა თავისი ოჯახისა და ახლობლების გამარჯვებისთვის.
ლომი: შეძლებთ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. შეგიძლიათ ეძებოთ თქვენი მეორე ნახევარი, შეიცვალოთ გარემო. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ბევრი თქვნგანი ახალი შესანიშნავი სამუშაოს პოვნას შეძლებს. გახსოვდეთ, რომ სასიამოვნო ცხოვრებისეული ცვლილებები მცირედით იწყება. სიჩქარე კარგს არაფერს მოგიტანთ.
ქალწული: ბევრი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი გეგმები განახორციელოთ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ბევრი მტერი და არაკეთილმოსურნე გაგიჩნდეთ. მათთან, გინდათ თუ არა, ურთიერთობები მოგიწევთ. ძალზე პროდუქტიული თვეა ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენ, უბრალოდ, მისდიეთ წინასწარ შედეგნილ გეგმას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
სასწორი: ვისაც ხშირი ურთიერთობები გაქვთ ადამიანებთან, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა სხვების დარწმუნების უნარი განივითაროთ. ასე უფრო ადვილად მოახდენთ ზემოქმედებას ირგვლივ მყოფებზე. მაგრამ იღბალმა რომ არ მიგატოვოთ, ნუ ეცდებით მათით მანიპულაციას. კარგი თვეა რომანტიკის, ნაცნობობის, ბიზნესის გასავითარებლად.
მორიელი: გელოდებათ ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი საქმე. ყველა სირთულე და პრობლემა უნდა აღიქვათ, როგორ შესაძლებლობა უკეთესობისთვის. სირთულეების გადალახვის შემდეგ გახდებით უფრო ძლიერი, ბრძენი. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს თვე გახდეს 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.
მშვილდოსანი: ბედნიერებისთვის პირველ რიგში ჰარმონიას უნდა მიაღწიოთ. ყველაფერი ნეგატიური და უსიამოვნო წარსულს ჩაბარდება. ის, რაც სიხარულს განიჭებთ, დიდხანს გემახსოვრებათ. უნდა იყოთ სიკეთისა და მშვიდობის მომტანი. თუ ქაოსს დათესთ და ნგრევას დაიწყებთ, თქვენი ცხოვრება უსიამოვნებების დიდი ნაკადი გახდება.
თხის რქა: სიფრთხილე გმართებთ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ყველაფერს ნუ ენდობით, რასაც წერენ და ლაპარაკობენ. ასევე არ ღირს მოსმენილისა და დანახულის აქტიურად განხილვა. ასეთ შემთხვევაში ირგვლივ მყოფების მხრიდან აგრესიას წააწყდებით. წარმატება ელოდება მათ, ვინც დამოუკიდებლად იმუშავებს.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მერწყული: გაფრთხილდით და დაიცავით თავი ნეგატიური ადამიანებისგან, ფიქრებისგან. აპრილი მოქმედებების დროა და არა ქვიშაში თავის ჩარგვის. არაა გამორიცხული, რომ ახალი ადამიანები გაიცნოთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში თქვენს პირველ შთაბეჭდილებებს, ანუ ინტუიციას უნდა ენდოთ.
თევზები: გააკეთეთ თქვენი ჩვეული საქმეები, მაგრამ აჩქარების გარეშე. რისკმა და ავანტიურებმა უამრავი პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ. ექსპერტების პროგნოზით, გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა. ეს შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი იყოს, ან საუკეთესო მეგობარი. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ.
ყველა ახალი ამბავი
0