დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 აპრილი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 აპრილია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
წარსულს ჩაბარდება ბევრი უთანხმოება და კამათი. ვინც ვერ ეწყობოდა, დღეს გაუგებენ ერთმანეთს და მიხვდებიან, რომ არცთუ ცოტა აქვთ საერთო. იქნება გაცნობის შესაძლებლობა და მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყების შანსი. დღეს ღირს ინტუიციის მოსმენა და ნდობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აპრილი>>
ვერძი: აჯობებს, თუ რთულ საქმეებს დღის პირველ ნახევარში მიხედავთ. ეს იქნება ძალზე პროდუქტიული პერიოდი, შეძლებთ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას. მოგვიანებით კი რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს. ბარიერებს გადალახავთ, თუ საკითხს შემოქმედებითი კუთხის მიუდგებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ
კურო: სანერვიულო არაფერია, კარგი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ დაგროვებულ საქმეებს მიხედოთ, გადაჭრათ მცირე პრობლემები, რომლებისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვდრა და სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ.
ტყუპი: ეცადეთ, საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს დაეყრდნოთ. სხვისი რჩევები დღეს ნაკლებად სასარგებლო იქნება. არ ენდოთ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ. მნიშვნელოვანი საქმიანი საუბრები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. საღამოს გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა.
კირჩხიბი: დღე იღბლიანად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. შესაძლებელია წინადადება თანამშრომლობის შესახებ. არაა გამორიცხული, რომ გაჩნდეს შემოსავლების გაზრდის შანსი. მოგვიანებით ხელსაყრელი დროა ჩვეულ საქმეებთან დაბრუნებისთვის. ასევე საღამოს შეიძლება სადმე გამგზავრება.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
ლომი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, თქვენ არ დაკარგავთ ოპტიმიზმსა და წარმატებების იმედს. ეს დაგეხმარებათ სიტუაციაში სწრაფ ორიენტირებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში. საღამო შესაფერისი დროა აქტიური დასვენებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ქალწული: დატვირთული დღე გელოდებათ. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისმგებლობა სხვების საქმეებზეც აიღოთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელია დღის მეორე ნახევარი.
სასწორი: დილით რთული იქნება საერთო ენის პოვნა გარშემომყოფებთან. გაუგებრობებია მოსალოდნელი სამსახურშიცა და სახლშიც. ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს. სერიოზული საუბრები გადადეთ. დღის მეორე ნახევარი პოზიტიური პერიოდი იქნება როგორც სამუშაოს, ისე ურთიერთობების კუთხით.
ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
მორიელი: სწრაფად უნდა იმოქმედოთ – ბევრს მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არაა, მცირე პრობლემებს კი ადვილად გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული სასიამოვნო და სასიხარულო სიახლეების გაგება ოჯახის წევრთან დაკავშირებით.
მშვილდოსანი: მოთმინებით აღიჭურვეთ. მოვლენები დღეს ნელა განვითარდება. მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. დილით გაგიჭირდებათ ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან, მაგრამ თანდათანობით ეს პრობლემა მოგვარდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
თხის რქა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, ვერ აიცილებთ თავიდან გაუგებრობებს. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, შეხვედრები, რაც განწყობას აგიმაღლებთ, ასევე რომანტიკული პაემანი.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2018
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ნიშნები
მერწყული: იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ დაამთავროთ ძველი საქმეები, მოაწესრიგოთ ყველაფერი. გამოცდილება დაგეხმარებათ პროფესიული წარმატებების მიღწევაში. არაა გამორიცხული, რომ ახალი სამუშაო შემოგთავაზონ. შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებები ახლობლებთან ურთიერთობებში.
თევზები: გაგიჩნდებათ კარგი იდეები. არ შეუშინდებით ცვლილებების შეტანას გეგმებში. არაა გამორიცხული, რომ კარგად გადაწყდეს საკითხი, რომელზეც ბოლო დროს ნერვიულობდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას ახალ ნაცნობებთან.
ყველა ახალი ამბავი
0