https://sputnik-georgia.com/20220404/dasaqmebis-saxelmwipo-programa-premierma-shedegebi-sheajama-265732712.html
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა: პრემიერმა შედეგები შეაჯამა
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა: პრემიერმა შედეგები შეაჯამა
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში. 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T17:50+0400
2022-04-04T17:50+0400
2022-04-04T22:29+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_0:65:1280:786_1920x0_80_0_0_0ab4edb8dcab9f07831127404076bd05.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის 15 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა სოციალურად დაუცველმა პირმა შემოიტანა განაცხადი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა. დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგიერთი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის ეშინია.პრემიერის თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან სამი კვირის შემდეგ ასეთი შედეგი მოქალაქეების მხრიდან მაღალ ინტერესზე მეტყველებს.„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროგრამაში. ამ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი პირი უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა პრემიერმა.სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა: რამდენი ვაკანსიაა ამ ეტაპზე>>>როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ჰქონდეთ შემოსავლისა და ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობაში ჩართვის საშუალება.როგორც ადრე ხელისუფლებაში აღნიშნეს, ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_15:0:1175:870_1920x0_80_0_0_6df1705baa88ced0b3953f6675b95bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა: პრემიერმა შედეგები შეაჯამა
17:50 04.04.2022 (განახლებულია: 22:29 04.04.2022) საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის 15 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა სოციალურად დაუცველმა პირმა შემოიტანა განაცხადი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა. დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგიერთი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის ეშინია.
„დღეისათვის უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ სოციალურად დაუცველი პირებისგან დაახლოებით 15 ათასზე მეტი აპლიკაციაა შემოსული, 3 ათასმა უკვე მიიღო კონტრაქტები და მათ შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან სამი კვირის შემდეგ ასეთი შედეგი მოქალაქეების მხრიდან მაღალ ინტერესზე მეტყველებს.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროგრამაში. ამ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი პირი უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ჰქონდეთ შემოსავლისა და ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობაში ჩართვის საშუალება.
როგორც ადრე ხელისუფლებაში აღნიშნეს, ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.