სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა: რამდენი ვაკანსიაა ამ ეტაპზე

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. წლის განმავლობაში იგეგმება 100 ათასამდე ადამიანის დასაქმება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ამ ეტაპზე 14.382 ვაკანსიაა, ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სამუშაოს მომწოდებლები სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრებს", – ნათქვამია განცხადებაში.

დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
შშმ პირებიც დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სამინისტრო პროგრამაში ჩართვის მსურველებს მოუწოდებს, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19,5%-ს შეადგენდა.
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0