https://sputnik-georgia.com/20220218/shshm-pirebic-dasaqmdebian-ras-itvaliswinebs-programa-264553120.html
შშმ პირებიც დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა
შშმ პირებიც დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა
Sputnik საქართველო
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება.
2022-02-18T13:03+0400
2022-02-18T13:03+0400
2022-02-18T19:50+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება.იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ ეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.როგორც უწყებაში განმარტეს, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში არაერთი პროგრამა ხორციელდება – მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება, დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება, შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა, შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება.დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც მათ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის ეშინიათ.მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან შემწეობას და შეღავათებს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ის ბენეფიციარები, რომლებიც დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო
https://sputnik-georgia.com/20220216/socialuraddaucvelebs-benefitebi-sheunarchundebat-264505856.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო დასაქმება სახელმწიფო პროგრამა შშმ პირები მთავრობა
საქართველო დასაქმება სახელმწიფო პროგრამა შშმ პირები მთავრობა
შშმ პირებიც დასაქმდებიან: რას ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა
13:03 18.02.2022 (განახლებულია: 19:50 18.02.2022) საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში შშმ პირების ჩართვა არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. ისინი პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ", – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ ეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
როგორც უწყებაში განმარტეს, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში არაერთი პროგრამა ხორციელდება – მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება, დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება, შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა, შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება.
დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც მათ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის ეშინიათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან შემწეობას და შეღავათებს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ის ბენეფიციარები, რომლებიც დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ. საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.