ვუნდერკინდი, ბეჯითი თუ უბრალოდ ბედნიერი ბავშვი? რამდენიმე რჩევა მშობლებს

© Pixabay / StockSnapპატარა ბიჭუნა წიგნით
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
ვუნდერკინდი გერმანული სიტყვაა და პირდაპირ თარგმანში ნიშნავს „საოცარ ბავშვს“. ვუნდერკინდებს ახასიათებთ ადრეულ ასაკში ერთ ან რამდენიმე სფეროში გამოვლენილი განსაკუთრებული ნიჭიერება.
მაგრამ მაღალი ინტელექტი წარმატების ან ბედნიერების საწინდარი სულაც არაა — ეს ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ ვუნდერკინდ ბავშვებსაც ისევე სჭირდებათ ბრძოლა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, როგორც ყველა სხვა ბავშვს.
თუმცა მაინც ყველა მშობელს — ქვეცნობიერად თუ გაცხადებულად — უნდა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ნიჭით იყოს დაჯილდოებული.

თანამედროვე ვუნდერკინდები

საოცარია მაიკლ კევინ კირნის ისტორია: ის 6 თვისა საუბრობდა გააზრებულად, 10 თვისაკითხულობდა, 6 წლისამ დაამთავრა სკოლა, ხოლო 10 წლისამ მიიღო ბაკალავრის დიპლომი. შემდეგ კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
როგორც ამბობენ, მას შემდეგ რაც კევინმა სხვადასხვა ინტელექტუალურ შოუებში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მილიონი მოიგო, ბევრი შოუ გადაცემაში მის მონაწილეობაზე აღარ თანხმდება— გაკოტრების შიშით.
მათემატიკა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
12 წლის მოსწავლეს აინშტაინზე მაღალი IQ აღმოაჩნდა: ახალი ვუნდერკინდის ფოტო
ასევე სკოლაში განაგრძო მუშაობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე ბიჭმა აინან კოულიმ. აინენს ინტელექტის კოეფიციენტის გაზომვის ისტორიაში ყველაზე მაღალი IQ აქვს — 263 ქულა! ცხრა წლის გენიოსმა ალბერტ აინშტაინს 73 ქულით გაუსწრო, ხოლო სტივენ ჰოკინგს — 103 ქულით. ის ახლა 22 წლისაა და სინგაპურში ცხოვრობს.
აშშ-ში ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი კრისტოფერ ლანგანი 20 წლის განმავლობაში მანჰეტენზე მუშაობდა კარისკაცად ერთ-ერთ ბარში. ამჟამად კი სოფელში ცხოვრობს და მეტყევედ მუშაობს.

საიდან მოდის ვუნდერკინდობა?

ბავშვები ვუნდერკინდებად იბადებიან თუ ყალიბდებიან? ამის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს:
ყველა ბავშვი თავისებურად დაჯილდოვებულია ამა თუ იმ განსაკუთრებული შესაძლებლობით. მთავარია, აღმოვაჩინოთ და ვიპოვოთ სწორი „გასაღები“ მისი ნიჭის განსავითარებლად. თუმცა ეს ვერსია ნაკლებად ლოგიკურად მიიჩნევა. მითუმეტეს, რომ ბევრი ვუნდერკინდი ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად კარგავს საოცარ უნარებს და სრულწლოვანებისთვის შესაძლოა ისეთივე ინტელექტუალური კოეფიციენტი ჰქონდეს, როგორიც მის „ჩვეულებრივ“ თანატოლებს;
ვუნდერკინდად ბავშვები იბადებიან და მისი ჩამოყალიბება შეუძლებელია მიუხედავად უამრავი მცდელობისა. განსაკუთრებული ნიჭიერება — ეს ღვთიური საჩუქარია, რომელიც შესაძლოა ბავშვს სრულიად შემთხვევით „გადმოეფრქვას“ — ყოველგვარი მემკვიდრეობითობია და სხვა მიზეზებისგან დამოუკიდებლად.
ორივე მოსაზრება თავისებურად მისაღებია. ხომ ფაქტია, რომ არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვის ინტელექტს და კოგნიტურ (გონებრივ) უნარებს მუდმივად წვრთნა და განვითარება სჭირდება.
ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2016
როცა ნიჭიერება ბედნიერება არ არის: პლანეტის უჭკვიანესი ვუნდერკინდის სევდიანი ისტორია
არსებობს უამრავი თამაში და სავარჯიშო, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად ზეპირ ცოდნასთან, რამდენადაც სწავლის, მეხსიერების, თავსატეხების ამოხსნისა და ყურადღების მიქცევის მექანიზმებთან.
ვფიქრობ, ყველა მშობლისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია მსგავსი თამაშების თვალიერება, თუმცა ცოტას თუ აქვს ნებისყოფა, რომ თანმიმდევრულად მიჰყვეს და ივარჯიშოს ბავშვთან ერთად.
ნუ დაიზარებთ, ეს ძალზე სახალისო და სასარგებლოა ჩვენთვისაც და ჩვენი პატარებისთვისაც.

მთავარი კითხვა განსჯისთვის: კარგია თუ არა ვუნდერკინდობა?

ნამდვილად კარგია და საინტერესო, თუმცა ზოგ შემთხვევაში გენიოსობას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოვებული ბავშვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და შენატრიან კიდეც მათ, შესაძლოა ისინი გარიყულები აღმოჩნდნენ სხვა ბავშვებისგან, შესაძლოა მათ თავად ვერ იპოვონ საერთო ინტერესები თანატოლებთან, რაც ვუნდერკინდ ბავშვებზე მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
გარდა ამისა, რამაც შესაძლოა რთულ მდგომარეობაში აღმოაჩინოს განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები, ესაა მათი მაღალი თვითშეფასება. ზოგჯერ ისინი არ არიან მზად დათმონ პირველობა, რასაც ყოველთვის ვერ აღწევენ და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე სტრესი და დეპრესია.
შესაბამისად, ყველაფერში ზომიერება, გააზრებული მიდგომა, მშობლის ყურადღებაა საჭირო. ნუ გაიხდით თვითმიზნად, რომ თქვენი შვილი ყველასგან გამორჩეული დ განსაკუთრებული იყოს.
კურსდამთავრებულის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა
თუმცა იმისთვის, რომ ბავშვი უფრო სწრაფი და წარმატებული გახდეს, გთავაზობთ რამდენიმე საფეხურს ცნობილი გამომცემლობიდან THE WEEK:
მუსიკა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ მუსიკალური განათლება ზრდის ბავშვის მოსწრებას;
სპორტი.მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვებმა მოახერხონ სპორტულ მოედანსა და წიგნებთან გატარებული დროის დაბალანსება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანები ვარჯიშის შემდეგ 20 პროცენტით უფრო სწრაფად ივითარებენ ლექსიკურ მარაგს, ვიდრე ვარჯიშამდე;
ნუ წაუკითხავთ ბავშვებს, წაიკითხეთ მათთან ერთად. თუ თქვენმა პატარამ კითხვა ჯერ არ იცის, მაინც ეცადეთ, რომ ბავშვმა უბრალოდ კი არ შეხედონ წიგნის სურათებს, სანამ თქვენ კითხულობთ, არამედ ჩაერთოს კითხვის პროცესში. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, აღწერეთ სურათები. წაიკითხეთ მათთან ერთად და არა მათთვის;
ძილი. დამტკიცებულია, რომ ბავშვის სასწავლო ქულებსა და ძილის საშუალო რაოდენობას შორის კავშირი არსებობს;
სიბეჯითე. IQ-სა და თვითდისციპლინის შედარებიდან დგინდება, რომ წარმატებას აღწევს ადამიანი, რომელიც უფრო ბეჯითია, აქვს მეტი ნებისყოფა. ამას ადასტურებს ათობით კვლევა;
სწავლა. ამაში გულისხმება აქტიური სწავლის პროცესი და არა უბრალოდ კითხვა. როგორც წიგნის „ნიჭიერების კოდი“ ავტორი დენ კოილი წერს:
„შეწყვიტეთ უბრალოდ კითხვა და შეამოწმეთ საკუთარი თავი. თუ გსურთ, ვთქვათ, დაიმახსოვროთ ნაწყვეტი, უმჯობესია თქვენი დროის 30 პროცენტი დახარჯოთ მის კითხვაზე, ხოლო დანარჩენი 70 პროცენტი ამ ცოდნის შემოწმებაზე;
კვება. ყოველთვის არის გამონაკლისები, მაგრამ თუ ბავშვები გამუდმებით ჯანსაღად იკვებებიან, აქვთ უკეთესი მოსწრება სწავლაში;
ბედნიერება. ბედნიერების განცდა ბავშვებს ხელს უწყობს, უფრო წარმატებული ადამიანები გახდნენ. და რა არის პირველი ნაბიჯი ბავშვებისთვის ბედნიერების მისანიჭებლად? იყავი ბედნიერი მშობელი;
სამეგობრო. აღზრდას და გენეტიკას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამეგობრო წრე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ბავშვზე. როგორც წესი, მშობლები თანატოლების გავლენაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ის უარყოფითია, მაგრამ სამეგობრო წრეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში უფრო ხშირად უნდა მიაქციოთ ყურადღება;
გჯეროდეთ ბავშვისა. როდესაც ბავშვი თავად აკეთებს ყველაფერს, ის უფრო თავდაჯერებულია, მაგრამ თუ გრძნობს მშობლების მხარდაჭერას, ის უკეთესად აკეთებს საქმეს. მშობელმა უნდა მიაქციონ ყურადღება წვრილმანებს, არ გამორჩეს ბავშვის წარმატება და გაიხაროს მასთან ერთად.
დაბოლოს: თუ თქვენი შვილი არ არის ვუნდერკინდი, არ ამჟღავნებს განსაკუთრებულ ნიჭს, ის მაინც განსაკუთრებულია! დააფასეთ მისი თითოეული ნაბიჯი, თითოეული სიტყვა, აღმოჩენა, მიგნება. იყავით ბედნიერები მათთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0