https://sputnik-georgia.com/20210707/lourens-simonsi-11-wlis-vunderkindi-antverpenidan-252239568.html
11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა
11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა
Sputnik საქართველო
პატარა ვუნდერკინდმა ჯერ კიდევ 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც 9 წლისა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრებას აპირებდა. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T12:35+0400
2021-07-07T12:35+0400
2023-07-20T15:42+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24340/16/243401637_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_70ef4b0099d7909713deebc3630d57a3.jpg
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ბელგიელმა 11 წლის ვუნდერკინდმა ბიჭუნამ ანტვერპენის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, იუწყება გამოცემა 9NEWS.გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნამ, რომელსაც ლორან სიმონსი ჰქვია, აკადემიური ხარისხი ერთ წელიწადში მიიღო, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამი წელია საჭირო. მანამდე ლორანმა ბრიუგეს სკოლის სრული კურსი წელიწად-ნახევარში გაიარა.ვუნდერკინდი ახლა ფლამანდიის უნივერსიტეტის მაგისტრობაზე ფიქრობს, მოგვიანებით კი სურს, რომ უკვდავების პრობლემა შეისწავლოს.გამოცემის ცნობით, ლორან სიმონსმა 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც ცხრა წლის ასაკში უნდა დაესრულებინა სწავლა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში. სიმონსი მაშინ იძულებული გახდა მიეტოვებინა სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მის მშობლებს შორის დავის გამო, რაც სწორედ სწავლის დასრულების ვადას შეეხებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24340/16/243401637_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_582a0877dcafe3c4146b1ba827cdc0d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
11 წლის ვუნდერკინდმა უნივერსიტეტი დაამთავრა და უკვდავებაზე დაფიქრდა
12:35 07.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) პატარა ვუნდერკინდმა ჯერ კიდევ 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც 9 წლისა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრებას აპირებდა.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ბელგიელმა 11 წლის ვუნდერკინდმა ბიჭუნამ ანტვერპენის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, იუწყება გამოცემა
9NEWS.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნამ, რომელსაც ლორან სიმონსი ჰქვია, აკადემიური ხარისხი ერთ წელიწადში მიიღო, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ სამი წელია საჭირო. მანამდე ლორანმა ბრიუგეს სკოლის სრული კურსი წელიწად-ნახევარში გაიარა.
ვუნდერკინდი ახლა ფლამანდიის უნივერსიტეტის მაგისტრობაზე ფიქრობს, მოგვიანებით კი სურს, რომ უკვდავების პრობლემა შეისწავლოს.
„მსურს, რომ დროთა განმავლობაში მომეცეს შესაძლებლობა, შევცვალო რაც შეიძლება მეტი ორგანო ხელოვნურით“, − ამბობს ვუნდერკინდი.
გამოცემის ცნობით, ლორან სიმონსმა 2019 წელს გაითქვა სახელი, როდესაც ცხრა წლის ასაკში უნდა დაესრულებინა სწავლა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში. სიმონსი მაშინ იძულებული გახდა მიეტოვებინა სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მის მშობლებს შორის დავის გამო, რაც სწორედ სწავლის დასრულების ვადას შეეხებოდა.