https://sputnik-georgia.com/20220329/tbilissa-da-regionebshi-215-ukraineli-moswavle-chairicxa-265577953.html
თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული
თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული
Sputnik საქართველო
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T12:17+0400
2022-03-29T12:17+0400
2022-03-29T17:21+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908773_0:77:3367:1971_1920x0_80_0_0_53a9ade7b0d805ac194c5696f5e5c2ed.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 12 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.ჩხენკელმა სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და უკრაინელი ბავშვებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული სამსახურის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორიც გაიხსნება.დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
https://sputnik-georgia.com/20220328/saqartvelodan-ukrainasi-kidev-120-tona-tvirti-gaigzavneba-265568842.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908773_319:0:3048:2047_1920x0_80_0_0_695bfeecf68940c43887f3eaea2374a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, უკრაინა , ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული
12:17 29.03.2022 (განახლებულია: 17:21 29.03.2022) საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 12 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.
ჩხენკელმა სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და უკრაინელი ბავშვებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.
უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული სამსახურის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორიც გაიხსნება.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.