https://sputnik-georgia.com/20220328/saqartvelodan-ukrainasi-kidev-120-tona-tvirti-gaigzavneba-265568842.html
საქართველოდან უკრაინაში კიდევ 120 ტონა ტვირთი გაიგზავნება
საქართველოდან უკრაინაში კიდევ 120 ტონა ტვირთი გაიგზავნება
Sputnik საქართველო
ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
2022-03-28T22:34+0400
2022-03-28T22:34+0400
2022-03-28T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bfdd052a0b8fcc2ee348ac7ff686b33b.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მეორე ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა – რეგიონებიდან.ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.ამ ეტაპზე თბილისში, „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უკრაინაში გაიგზავნება.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება.უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოგისტიკის პროცესს „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250896200_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_db758cb20d2e666fc69d732a31e362c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უკრაინა 120 ტონა ტვირთი გაგზავნა
საქართველო უკრაინა 120 ტონა ტვირთი გაგზავნა
საქართველოდან უკრაინაში კიდევ 120 ტონა ტვირთი გაიგზავნება
22:34 28.03.2022 (განახლებულია: 22:39 28.03.2022) ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა – რეგიონებიდან.
ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.
ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
ამ ეტაპზე თბილისში, „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უკრაინაში გაიგზავნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოგისტიკის პროცესს „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.