დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 მარტი

CC BY-SA 2.0 / Flickr / belectrified / Flowering almond treeაყვავებული ნუშის ხე
აყვავებული ნუშის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 29 მარტია, სამშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მშვიდი დღე, დიდი ალბათობით, არ იქნება. ემოციურ ადამიანებს გაუჭირდებათ თავის გაკონტროლება, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, როდესაც კარგი განწყობა შეგექმნებათ. ადვილად დაამყარებთ კონტაქტს როგორც ახლობლებთან, ისე ახლად გაცნობილ ადამიანებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 მარტი>>
ვერძი: დღის განმავლობაში არაერთხელ აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფები „მიკროსკოპით“ დაგაკვირდებიან, ამიტომ სჯობს, თავი უნაკლოდ წარმოაჩინოთ. არავის მისცეთ ჭორების გავრცელების საბაბი და არც თქვენ გაავრცელოთ საეჭვო ინფორმაცია.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
კურო: დღეს იმის მიღწევა შეგიძლიათ, რისი მიღწევაც წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. უკან არ დაიხიოთ, თუ პირველივე ცდაზე ვერ მიაღწიეთ საწადელს. ფულთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. პირადი პრობლემების მოსაგვარებლად კი დრო დაგჭირდებათ.
ტყუპი: ფულთან დაკავშირებით ყველაფერში გაგიმართლებთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, მომგებიანი გარიგებების დასადებად. არ იქნება ურიგო დღე პირად ურთიერთობებშიც. პოზიტიური ტენდენციები აქაც ჭარბად იქნება. ამასთან, არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
კირჩხიბი: კარგი დღეა მტკიცე მოქმედებებისთვის. თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ფიქრობთ, დღეს ნათლად დაინახავთ, საიდან უნდა დაიწყოთ ეს და როგორ იმოქმედოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დროული შესვენებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: დილა შესაბამისი პერიოდია რთული საკითხების გადასაწყვეტად, ასევე იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილებისმოხდენა გსურთ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ დასვენების საშუალება. შეგიძლიათ სადმე მოკლე მანძილზე გაემგზავროთ. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ქალწული: გექნებათ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების საშუალება, მაგრამ მიღებული ინფორმაციის ყველასთვის გაზიარება არ ღირს. ჯერ დაფიქრდით, რა სარგებლობას მოგიტანთ ეს პასუხები თავად თქვენ. პირადი ურთიერთობები დილით დაძაბული იქნება, მაგრამ საღამოს მოგვარდება.
სასწორი: დაეხმარეთ მათ, ვინც სირთულეებს წააწყდა. რასაც დღეს სხვებისთვის გააკეთებთ, თქვენც წაგადგებათ. მოსალოდნელია შესამჩნევი ცვლილებები უკეთესობისკენ საქმიან ურთიერთობებში. არაა გამორიცხული, რომ ახალი სამუშაო ან მომგებიანი გარიგება შემოგთავაზონ.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: ცხადი გახდება, როგორ უნდა გადაჭრათ საკითხი, რომლის გამოც ჩიხში აღმოჩნდით. წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ ის, რომ იმოქმედებთ არა სხვების გაკვალული გზით, არამედ ახალი, საკუთარი გზით. ირგვლივ მყოფები ჯერ არ დაგეთანხმებიან, მაგრამ მალე შეიცვლიან აზრს.
მშვილდოსანი: გამარჯვებას იოლად ვერ მოიპოვებთ, მაგრამ თუ მიზანსწრაფული იქნებით, ყველაფერს მიაღწევთ. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას მათთან, ვისთანაც ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები გქონდათ, გადაწყვეტთ საოჯახო პრობლემებს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
თხის რქა: სწრაფად იმოქმედეთ და ასე დიდ წარმატებებს მიაღწევთ. კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო. წაგადგებათ გასეირნება, ხანმოკლე მგზავრობა. ეს დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: შეგიძლიათ რთულ საქმეებს მიხედოთ, დღეს წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება და მცირე შეცდომასაც არ დაუშვებთ. შესაძლოა მოულოდნელად საინტერესო წინადადება მიიღოთ. არ არის გამორიცხული უჩვეულო ადამიანების გაცნობა.
თევზები: დღის დასაწყისში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. ამ დროს ემოციები ძალიან ძლიერი და ურთიერთსაპირისპირო იქნება. იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრით. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. კარგი დრო იქნება ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0