დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 მარტი

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპიროზე
სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 მარტია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულია ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ჩვეულ მოვლენებსა და ნივთებს სხვა თვალით უნდა შეხედოთ. ეს რთულ საკითხებში გარკვევაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილი იქნება საერთო ენის პოვნა განსხვავებულ ადამიანებს შორის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 მარტი>>
ვერძი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. რთული არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილად იყავით. არ დახარჯოთ თანხა უსარგებლო ნივთებზე.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
კურო: სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ გექნებათ, ბევრ დაძაბულ მომენტს აიცილებთ თავიდან. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებს ყველა ყურადღებას მიაქცევს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.
ტყუპი: არ იჩქაროთ ახალი საქმეების დაწყება. დილა ადრე დაწყებულის დასამთავრებლად, მცირე პრობლემებთანგასამკლავებლად გამოდგება. მოგვიანებით კარგი დროა სამომავლო გეგმების განსახილველად. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
კირჩხიბი: დროს უქმად თუ არ დაკარგავთ ძალიებ ბევრ საქმეს მოასწრებთ. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ასევე მოლაპარაკებებისთვის. მოგვიანებით აჯობებს, თუ დროს საოჯახო საქმეებს დაუთმობთ. შესაძლოა გაჩნდეს მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემები. კარგად ჩაივლის შეხვედრა საყვარელ ადამიანთან.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
ლომი: კარგი დღეა თანამოაზრეების მოსაძებნად. ბევრს დააინტერესებთ თქვენი იდეებით და დამხმარეებიც გამოჩნდებიან. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები სამუშაოსთან, შემოქმედებით გეგმებთან ან პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. შესაძლოა, სახლში საზრუნავი მოგემატოთ.
ქალწული: შეეჭიდეთ რთულ საქმეს. კარგი დღეა სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ძალზე სასარგებვლო აღმოჩნდება თქვენი გამოცდილება, ცოდნა და ნიჭი, ამით გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ და შეიძლება საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.
სასწორი: დღეს გაგიჩნდებათ შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაც აქამდე სრულიად წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად ძალზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ სრულიად ახალი საქმე წამოიწყოთ. ახლობლები მხარს დაგიჭერენ.
კოქტეილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
მორიელი: ასეთ შესაფერის დროს იმისთვის, რომ შეხვედრა გამართოთ ადამიანთან, რომლის ყურადღების მიპყრობასაც ცდილობდით, ალბათ ვერ ნახავთ. თქვენი საუკეთესო თვისებები ყველასთვის შესამჩნევი იქნება. იღბლიანად გადაწყდება ფინანსური საკითხები, რაშიც გამოჩენილი სიფრთხილე დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: ადვილი იქნება სწორი გადაწყვეტილებების მიღება და კარგი იდეების რეალიზება. ბევრი თქვენი წამოწყება ძალზე იღბლიანი აღმოჩნდება. ახალ საქმეებს ახალი ნაცნობობა და შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობებიც მოჰყვეს. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწიოთ.
თხის რქა: რაღაც სირთულეები შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ეს ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. მიაღწევთ დასახულ მიზნებს, თუმცა უცბად ვერა. თქვენი წარმატებებით გარშემომყოფები დაინტერესდებიან. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები, მაგრამ პასუხი არ იჩქაროთ, ჯერ კარგად დაფიქრდით.
ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
მერწყული: ყურადღებით იმუშავეთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი განცდები, უაზრო კამათი. დაეხმარეთ გასაჭირში ჩავარდნილ ახლობლებს. დღეს შეგიძლიათ დაძაბული ურთიერთობების მოგვარებაც. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახრაჯვა არ იჩქაროთ, მალე ის რაღაც მნიშვნელოვანისთვის დაგჭირდებათ.
თევზები: დიდი ალბათობით, გეგმის მიხედვით ვერ შეძლებთ მოქმედებას. მოგიწევთ იმპროვიზირება. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. ცვლილებებია მოსალოდნელი საქმიან სფეროში, შესაძლოა, ახალი ვალდებულებები გაგიჩნდეთ. ფინანსური საკითხები, რომლებზეც ბოლო დროს ნერვიულობდით, კარგად გადაწყდება.
ყველა ახალი ამბავი
0