https://sputnik-georgia.com/20220328/ratom-izrdeba-pasebi-saqartveloshi-garibashvilis-ganmarteba-265550013.html
რატომ იზრდება ფასები საქართველოში? ღარიბაშვილმა მიზეზები დაასახელა
რატომ იზრდება ფასები საქართველოში? ღარიბაშვილმა მიზეზები დაასახელა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელმა რიგ ქვეყნებში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. 28.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-28T14:52+0400
2022-03-28T14:52+0400
2022-03-28T19:39+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_b4ad30730057691bfb60b674a6d41abc.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოზე, როგორც მცირე ეკონომიკის მქონე და მსოფლიო ბაზარზე მიბმულ ქვეყანაზე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აისახება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.გუშინ საქართველოს რიგ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. პრემიერის აზრით, აღნიშნული საპროტესტო აქციების უკან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას.ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.მისი თქმით, ის, რაც ხდება აშშ-სა და ევროპაში, საქართველოზეც აისახება. მომხდარის მიზეზად პრემიერმა დაასახელა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც „მთელი მსოფლიო ამოაყირავა“ და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.„ეს, ჩემო კარგებო, აისახება ყველაზე და ყველაფერზე – ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა: შედეგები>>>მისი თქმით, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინფლაციის მაჩვენებელმა რიგ ქვეყნებში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.„მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. თურქეთში ბოლო 19 წლის მანძილზე ასევე მაღალი ინფლაციაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, კრიზისის ფონზე მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის.საქართველოში 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13,7% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_166:121:1142:853_1920x0_80_0_0_dfa2bb6b1c9b7b485f03b7b103b43cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
რატომ იზრდება ფასები საქართველოში? ღარიბაშვილმა მიზეზები დაასახელა
14:52 28.03.2022 (განახლებულია: 19:39 28.03.2022) პრემიერის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელმა რიგ ქვეყნებში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოზე, როგორც მცირე ეკონომიკის მქონე და მსოფლიო ბაზარზე მიბმულ ქვეყანაზე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აისახება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
გუშინ საქართველოს რიგ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. პრემიერის აზრით, აღნიშნული საპროტესტო აქციების უკან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.
„ინფლაცია და ფასების ზრდა გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, რადგანაც ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც ხდება აშშ-სა და ევროპაში, საქართველოზეც აისახება. მომხდარის მიზეზად პრემიერმა დაასახელა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც „მთელი მსოფლიო ამოაყირავა“ და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.
„ეს, ჩემო კარგებო, აისახება ყველაზე და ყველაფერზე – ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინფლაციის მაჩვენებელმა რიგ ქვეყნებში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.
„მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. თურქეთში ბოლო 19 წლის მანძილზე ასევე მაღალი ინფლაციაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კრიზისის ფონზე მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის.
საქართველოში 2022 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13,7% შეადგინა.