საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა: შედეგები

© photo: Sputnik / Stringerაქცია საწვავის გაძვირების წინააღმდეგ
აქცია საწვავის გაძვირების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
თბილისში დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.
დღეს დედაქალაქში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამეტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, შემდეგ კი გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 20 პირი. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საინიციატივო ჯგუფს ხვალ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა აქციის მონაწილეების დაკავების გამო, ხვალინდელი შეხვედრა სავარაუდოდ, აღარ გაიმართება.
თბილისში დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, საწვავს 80-90 თეთრით გააიაფებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ფასი 4 ლარიან ნიშნულზე არ გაჩერდება და კიდევ გაიზრდება.
აქციის ორგანიზატორები კომპეტენტურ პირებთან შეხვედრასა და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში. აქციას მიკროავტობუსების, ტაქსისა და სხვადასხვა კომპანიის კურიერის მძღოლები შეუერთდნენ.
ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.
ყველა ახალი ამბავი
0