შემცირდება თუ არა საქართველოში აქციზი და დღგ საწვავზე

© photo: Sputnikავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საწვავის ფასი საქართველოში პირდაპირაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ფასებზე.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით საწვავზე აქციზისა და დღგ-ის შემცირება ვერ მოხერხდება, რადგან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია.
უფრო ადრე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისგან საწვავზე აქციზის გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, თუ ჩინოვნიკები არ მიიღებენ პრემიებს, ხოლო ხელისუფლება მთლიანად უარს იტყვის ფუფუნებაზე, ეკონომიის შედეგად დარჩენილი თანხა აქციზის გაუქმების შედეგად ბიუჯეტში დეფიციტს შეავსებს.

„ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლებში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს. ესაა ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი“, – განაცხადა ხუციშვილმა ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში საერთაშორისო ბირჟებზე საწვავზე ვაჭრობის შედეგები გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების საშუალებას არ იძლევა.
„საწვავის ფასი, ბუნებრივია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე. დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, საწვავის ფასები საქართველოში პირდაპირაა დამოკიდებული ფასებზე მსოფლიო ბაზრებზე.
აქცია საწვავის გაძვირების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა: შედეგები
„საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და, შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი „ნახტომი“ მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს>>
საქართველოს დიდ ქალაქებში გუშინ საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. თბილისში მომიტინგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო 20-მდე ადამიანი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0