https://sputnik-georgia.com/20220327/tbilissi-saprotesto-aqciaze-dakavebebi-moxda-265533872.html
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
2022-03-27T19:54+0400
2022-03-27T19:54+0400
2022-03-28T08:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1b/265531044_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_2b72ecb178c42565ab3c8faeb098a198.jpg
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. პოლიციამ საწვავზე ფასების ზრდის საპროტესტო აქციის ათი მონაწილე დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ გზის გახსნისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ წუთებში გზის ნაწილი გახსნილია.დღეს დედაქალაქში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამეტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. შედეგად რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა.აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ გზის გადაკეტვა დედაქალაქში „სატრანსპორტო კოლაფსს“ იწვევს.უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებსა და აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.თბილისში დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ფასი 4 ლარიან ნიშნულზე არ გაჩერდება და კიდევ გაიზრდება.აქციის ორგანიზატორები კომპეტენტურ პირებთან შეხვედრასა და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით”.საქართველოში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ >>საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში. აქციას მიკროავტობუსების, ტაქსისა და სხვადასხვა კომპანიის კურიერის მძღოლები შეუერთდნენ.ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1b/265531044_0:559:1985:2048_1920x0_80_0_0_2a19284f6cc1a084c39417ef08adc573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი პროტესტი აქცია დაკავებები საწვავი გაძვირება
თბილისი პროტესტი აქცია დაკავებები საწვავი გაძვირება
თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
19:54 27.03.2022 (განახლებულია: 08:55 28.03.2022) აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. პოლიციამ საწვავზე ფასების ზრდის საპროტესტო აქციის ათი მონაწილე დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ გზის გახსნისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ წუთებში გზის ნაწილი გახსნილია.
დღეს დედაქალაქში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამეტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. შედეგად რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ გზის გადაკეტვა დედაქალაქში „სატრანსპორტო კოლაფსს“ იწვევს.
უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებსა და აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ფასი 4 ლარიან ნიშნულზე არ გაჩერდება და კიდევ გაიზრდება.
აქციის ორგანიზატორები კომპეტენტურ პირებთან შეხვედრასა და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით”.
საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა ასევე თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში. აქციას მიკროავტობუსების, ტაქსისა და სხვადასხვა კომპანიის კურიერის მძღოლები შეუერთდნენ.
ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.