საქართველოში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ

© photo: Sputnik / Stringerაქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
აქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
სპეციალისტები საწვავზე აქციზის ფასის შემცირებას დიდი ხანია მოითხოვენ, თუმცა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ დიდ თანხებს დააკარგვინებს. ამიტომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს რამდენიმე ქალაქში საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ.
საქართველოში საწვავის ზრდა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, მაგრამ მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92-იანი ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა (ერთი ლიტრის ფასი 5,4 ლარს აღწევს), ხოლო 95-იანი ბენზინის ერთი ლიტრის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თითქმის 4 ლარს გაუტოლდა.
დედაქალაქში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამეტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. შედეგად რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა.
© photo: Sputnik / Stringerაქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
Акция протеста против повышения цен на топливо в столице Грузии 27 марта 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
აქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
მოქალაქეების განცხადებით, საწვავის ფასმა ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო.
თბილისში დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწვავის ფასი 4 ლარიან ნიშნულზე არ გაჩერდება და კიდევ გაიზრდება.
© photo: Sputnik / Stringerაქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
Акция протеста против повышения цен на топливо в столице Грузии 27 марта 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
აქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
აქციის ორგანიზატორები კომპეტენტურ პირებთან შეხვედრასა და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით”.
„დროა, მთავრობამ შეცვალოს სირაქლემის პოზა და გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. საწვავის ფასი არ ეხება მხოლოდ მანქანების მფლობელებს. საწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმსა და ოზურგეთშიც. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აქაც საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა. აქციას მიკროავტობუსების, ტაქსისა და სხვადასხვა კომპანიის კურიერის მძღოლები შეუერთდნენ.
© photo: Sputnik / Stringerაქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
Акция протеста против повышения цен на топливо в столице Грузии 27 марта 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
აქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
საწვავის გაზრდილ ფასს აპროტესტებენ კახეთშიც. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გაერთიანდნენ და საპროტესტო თელავის თეატრის წინ გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასების შემცირება და აქციზის დროებით გაუქმებაა.
ბენზინი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.

ვითარება საქართველოს საწვავის ბაზარზე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საწვავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 39 ეკონომიკური აგენტი და ქვეყანაში განხორციელდა 1,5 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი.
იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული „რეგულარის“ მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე. აღნიშნული საწვავის 1 ლიტრის თვითღირებულებებს შორის სხვაობა წლის განმავლობაში 6-25 თეთრის ფარგლებში მერყეობდა.
© photo: Sputnik / Stringerაქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
Акция протеста против повышения цен на топливо в столице Грузии 27 марта 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
აქცია „პროტესტი საწვავის ფასებს“
უწყების ცნობით, 2021 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო პლატფორმა Platts-ის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მანძილზე ფასი 65%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0