https://sputnik-georgia.com/20220325/skolebshi-swavlis-survili-250-bavshvma-gamotkva-265503268.html
საქართველოს სკოლებში სწავლის სურვილს 250 უკრაინელი ბავშვი გამოთქვამს
საქართველოს სკოლებში სწავლის სურვილს 250 უკრაინელი ბავშვი გამოთქვამს
Sputnik საქართველო
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T19:06+0400
2022-03-25T19:06+0400
2022-03-25T22:40+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908728_30:0:3470:1935_1920x0_80_0_0_57f8d5aa15c845640877a2d51972f5d6.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 190 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.დღეს თამარ მახარაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან ერთად თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 17 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ. ამას გარდა, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
https://sputnik-georgia.com/20220323/tbilisis-bagebshi-ukraineli-bavshvebi-miiges-265441753.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908728_460:0:3040:1935_1920x0_80_0_0_5e1d146735bea48d058ba00287df78ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველოს სკოლებში სწავლის სურვილს 250 უკრაინელი ბავშვი გამოთქვამს
19:06 25.03.2022 (განახლებულია: 22:40 25.03.2022) საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 190 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
დღეს თამარ მახარაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან ერთად თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 17 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.
„იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას და სწავლის გაგრძლებას, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად გამარტივებული წესით მოხდეს მათი სკოლებში ჩარიცხვა. ამჟამად 250 ბავშვია დარეგისტრირების მსურველი“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
ამას გარდა, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება.