ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: რა უნდა ვიცოდეთ თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
არაკეთილსინდისიერი მოქმედებების აღკვეთის მიზნით ჯანდაცვის უწყებაში „ცხელი ხაზი“ (1505) მუშაობს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ უწყებას, თუ ისინი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვასთან დაკავშირებით რაიმე სახის ბარიერს წააწყდებიან, ნათქვამია სამინისტროს პრეს-რელიზში.
თურქეთისთვის ქართული ფარმაცევტული ბაზარი იანვრის შუა რიცხვებში გაიხსნა. საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან უკვე შემოვიდა დაახლოებით 50 დასახელების მედიკამენტები, რის შედეგადაც ფასები წამლებზე 60–80%-ით შემცირდა.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ არაკეთილსინდისიერების აღსაკვეთად უწყებაში მუშაობს „ცხელი ხაზი“ – 1505. მოქალაქეებს განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ასევე უწყების ფოსტაზე info@moh.gov.ge.

მოქალაქეებს „ცხელ ხაზზე“ დარეკვა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ყიდვისას სააფთიაქო ქსელებში გარკვეული ბარიერები შეექმნებათ, ვერ შეძლებენ ფარმაკოლოგიური კომპანიისგან ინფორმაციის მიღებას მედიკამენტის გაყიდვის ადგილისა და ღირებულების შესახებ.

სამინისტროს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას გამოვლენილ ფაქტზე, აღნიშნავენ სამინისტროში.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
თურქული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან>>
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იაფი მედიკამენტების შემოტანა თურქეთიდან მოქალაქეებისთვის შვება იქნება. მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია ფასები მედიკამენტებზე. სწორედ ამიტომ მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა ამ საკითხზე და იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას.
ყველა ახალი ამბავი
0