თურქული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან

© Pixabay / stevepbმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი თურქული საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თურქეთის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ, რათა განიხილონ და მხარი დაუჭირონ იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოების შესაძლებლობას, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ქვეყნის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოები დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმების განხილვა მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავისი ვიზიტის ფარგლებში აზარაშვილმა შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ფაჰრეთინ კოჯასთან, სადაც გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება საქართველოს.
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
თურქეთიდან ჯამში 200-მდე დასახელების მედიკამენტი შემოვა
საქართველო თურქეთიდან 200-მდე დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პრეპარატებს ჩაანაცვლებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. თურქეთიდან საქართველოში 32 დასახელების მედიკამენტი უკვე შემოვიდა, შედეგად მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე შემცირდა.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
ყველა ახალი ამბავი
0