https://sputnik-georgia.com/20220323/saqartvelo-qveynis-usafrtxoebis-interesebidan-gamomdinare-moqmedebs-265449279.html
საქართველო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - არჩილ თალაკვაძე
საქართველო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - არჩილ თალაკვაძე
Sputnik საქართველო
ოპოზიცია უკრაინის საკითხით მანიპულირებას ცდილობს, რათა თავისი დღის წესრიგი გაატაროს, აღნიშნა თალაკვაძემ. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T18:54+0400
2022-03-23T18:54+0400
2022-03-23T23:07+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715024_0:316:3079:2048_1920x0_80_0_0_42895885d93e0b9159d23d74b589282f.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ატარებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ.„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. უფრო მეტიც, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.მისი თქმით, ამ კუთხით მოსახლეობის უმრავლესობას და საქართველოს პარტნიორებს კითხვები არ აქვთ, ასევე უკრაინელ ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს. ამავდროულად „რადიკალური ოპოზიცია“ და მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მის მიერ კონტროლირებადი მასმედია მუდმივად საკუთარ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე შეტევით არიან დაკავებული.„დაკავებული არიან... მუდმივად იმის მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი და არანაირად არ მოდის თანხმობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის ცხადი და არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.„ოპოზიცია ცდილობს უკრაინის საკითხით მანიპულირებას, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას“ – აღნიშნა მან.ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა მთელი სიმკაცრით უნდა იყოს განხილული>>გარდა ამისა, თალაკვაძემ ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდაჭერის მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებები და მოთხოვნები არის ძალიან ზოგადი, არის ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული, რაც ამ რთულ დროში გაუგებარია“, – განაცხადა თალაკვაძემ.საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ნაცმოძრაობისა“ და მისი მომხრეების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.ამის საპასუხოდ მმართველი პარტია დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და არ ცდილობს ოპოზიციასთან კონსოლიდაციას, რათა ერთობლივად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715024_240:289:2582:2046_1920x0_80_0_0_fa18fdc0ee48b64a4cf559fa2d287467.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საქართველო ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - არჩილ თალაკვაძე
18:54 23.03.2022 (განახლებულია: 23:07 23.03.2022) ოპოზიცია უკრაინის საკითხით მანიპულირებას ცდილობს, რათა თავისი დღის წესრიგი გაატაროს, აღნიშნა თალაკვაძემ.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ატარებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. უფრო მეტიც, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
„საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ნაბიჯს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფუძნებს ქვეყნის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებზე და ასევე იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ კუთხით მოსახლეობის უმრავლესობას და საქართველოს პარტნიორებს კითხვები არ აქვთ, ასევე უკრაინელ ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს. ამავდროულად „რადიკალური ოპოზიცია“ და მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მის მიერ კონტროლირებადი მასმედია მუდმივად საკუთარ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე შეტევით არიან დაკავებული.
„დაკავებული არიან... მუდმივად იმის მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი და არანაირად არ მოდის თანხმობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის ცხადი და არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ოპოზიცია ცდილობს უკრაინის საკითხით მანიპულირებას, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას“ – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, თალაკვაძემ ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდაჭერის მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებები და მოთხოვნები არის ძალიან ზოგადი, არის ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული, რაც ამ რთულ დროში გაუგებარია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ
განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ნაცმოძრაობისა“ და მისი მომხრეების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.
ამის საპასუხოდ მმართველი პარტია დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და არ ცდილობს ოპოზიციასთან კონსოლიდაციას, რათა ერთობლივად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.