ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა მთელი სიმკაცრით უნდა იყოს განხილული

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტია უკრაინის თემით საკუთარი მიზნებისთვის მანიპულირებს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის მოვლენების ფონზე მავნებლურ საქმიანობას ეწევა, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. უფრო მეტიც, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
„არ შეიძლება, რომ მთელი სიმკაცრით და სიღრმისეულად არ იყოს განხილული საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ეს მავნებლური საქმიანობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის თქმით, „ნაცმოძრაობის" მავნებლური ქმედებები უკვე თვალსაჩინოა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მომხრეების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.
„ომის პარტიის“ ინიციატივებს საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს>>
ამის საპასუხოდ მმართველი პარტია დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და არ ცდილობს ოპოზიციასთან კონსოლიდაციას, რათა ერთობლივად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
ყველა ახალი ამბავი
0