https://sputnik-georgia.com/20220322/omis-partiis-iniciativebze-xelisufleba-uarsacxadebs-mdinaraze-265417647.html
„ომის პარტიის“ ინიციატივებს საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს
„ომის პარტიის“ ინიციატივებს საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს, მიიჩნევს მდინარაძე. 22.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-22T17:29+0400
2022-03-22T17:29+0400
2022-03-22T21:25+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b797ffd064b3e2ffa994ad4dd50511bd.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.ქართული ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება გადაწყვეტილებისთვის, რომ თბილისი არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე თბილისში არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის წინადადებით გამოვიდნენ. მმართველ პარტიაში ამ წინადადებას აბსურდი უწოდეს.„ომის პარტიის“ მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ „ომის პარტიის“, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა“, – განაცხადა მდინარაძემ.მისი თქმით, შეუძლებელია იმ ადამიანების მიერ ინიცირებული საკითხის განხილვის დაწყება, რომლებიც ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს ეწევიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნა მან.„ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.დეზინფორმაციის ნაკადიმდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს.მაგალითად, მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იგეგმება რუსული სექტორის აღდგენა, რომ ბათუმში რუსული სკოლა იხსნება.„ოცნების“ წარმომადგენელმა ფეიკი უწოდა გავრცელებულ ხმებს, რომ პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ შესწორებებს კანონში „მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოსვლის უფლებას მისცემს.არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადმოლახა საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე ლაპარაკი ახალი გზის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოსა და ჩეჩნეთს დააკავშირებს, დასძინა მდინარაძემ.
https://sputnik-georgia.com/20220318/papuasvili-opoziciis-iniciativaze-ukrainastan-dakavsirebit-265322209.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_25:0:924:674_1920x0_80_0_0_af6f83a0818c3008a8f9d8745f00bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„ომის პარტიის“ ინიციატივებს საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს
17:29 22.03.2022 (განახლებულია: 21:25 22.03.2022) ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს, მიიჩნევს მდინარაძე.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება გადაწყვეტილებისთვის, რომ თბილისი არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე თბილისში არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის წინადადებით გამოვიდნენ. მმართველ პარტიაში ამ წინადადებას აბსურდი უწოდეს.
„ომის პარტიის“ მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ „ომის პარტიის“, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, შეუძლებელია იმ ადამიანების მიერ ინიცირებული საკითხის განხილვის დაწყება, რომლებიც ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს ეწევიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
„მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი თავად რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნა მან.
„ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს.
მაგალითად, მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იგეგმება რუსული სექტორის აღდგენა, რომ ბათუმში რუსული სკოლა იხსნება.
„ოცნების“ წარმომადგენელმა ფეიკი უწოდა გავრცელებულ ხმებს, რომ პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ შესწორებებს კანონში „მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოსვლის უფლებას მისცემს.
„ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია. ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივას, რომლებიც თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.
არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადმოლახა საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე ლაპარაკი ახალი გზის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოსა და ჩეჩნეთს დააკავშირებს, დასძინა მდინარაძემ.