„აბსურდია“ - პაპუაშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე უკრაინასთან დაკავშირებით

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ორინეტირებულია უკრაინის რეალურ მხარდაჭერაზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აბსურდი უწოდა ქართული ოპოზიციის ნაწილის გამოსვლას უკრაინის ხელისუფლების სახელით.
ოპოზიციურმა ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვიდეოკავშირის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის იდეა წამოაყენა.
შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა უფროსმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ზელენსკის სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტს.

„აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს. ვის რა უნდა, უნდა თუ არა საერთოდ ჩართვა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ასე რომ, ესეც გვაჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან. არის ისტერიის აწევა და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის რეალურ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზეა ორიენტირებული.
„ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა... ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, ჩვენ მოგვმართა პარტია „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხაზგასმით ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს, არა თუ დათანხმებას აპირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ორი ოპოზიციური პარტიის მიზანი ქვეყანაში არეულობები და საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვაა.
პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
ამავე დროს, „ლელოს“ წევრმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა უკვე გაგზავნეს წერილი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სახელზე ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის წინადადებით.
თბილისის პოზიცია
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა მის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს უფრო საქართველოს დააზარალებს.
„გაბედულებაა, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ“ – სუბარი>>
ოფიციალური თბილისის ასეთმა პოზიციამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციონერებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ საკითხში ნაწილობრივ მართალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და საჭიროა როგორც სიფრთხილის, ისე გაბედულების გამოჩენა.
მიუხედავად უარისა სანქციებზე, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0