https://sputnik-georgia.com/20220323/-ebrd--28-qobuletsi-nagavsayrelis-teqnikur-arwurvilobas-daafinansebs-265440006.html
ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას EBRD 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს
ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას EBRD 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. 23.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-23T16:33+0400
2022-03-23T16:33+0400
2022-03-23T21:54+0400
აჭარა
აჭარის მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/25/244542534_0:12:2187:1242_1920x0_80_0_0_f167ff4f33465146d8fc0198c03190b8.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმებით ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება, იუწყება აჭარის მთავრობა.აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ს კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.უწყების ცნობით, EBRD-სთან შეთანხმების ფარგლებში 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.ქობულეთში მალე ახალი ნაგავსაყრელი გაიხსნება>>მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს.ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით ამ სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.წყარო: აჭარის მთავრობა
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/25/244542534_259:0:1928:1252_1920x0_80_0_0_1065e44330aa931c156e6503cb066e2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკურ აღჭურვილობას EBRD 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს
16:33 23.03.2022 (განახლებულია: 21:54 23.03.2022) აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმებით ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება, იუწყება აჭარის მთავრობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ს კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
უწყების ცნობით, EBRD-სთან შეთანხმების ფარგლებში 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.
მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.
ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.
ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს.
ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით ამ სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.