https://sputnik-georgia.com/20220128/qobuletsi-male-axali-nagavsayreli-gaixsneba-263969374.html
ქობულეთში მალე ახალი ნაგავსაყრელი გაიხსნება
ქობულეთში მალე ახალი ნაგავსაყრელი გაიხსნება
Sputnik საქართველო
ბათუმის ნაგავსაყრელს 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ის შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.
2022-01-28T21:04+0400
2022-01-28T21:04+0400
2022-01-28T22:58+0400
ახალი ამბები
ბათუმი
აჭარა
აჭარის მთავრობა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/36/244543615_59:171:1990:1257_1920x0_80_0_0_982ec3c4865f0888d089a4884cab03cd.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მას შემდეგ, რაც ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთში ექსპლუატაციაში შევა, დაბა გონიოს პოლიგონი დაკონსერვდება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს, რის შემდეგაც ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.ახალი ნაგავსაყრელი წლის განმავლობაში 150 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიღებას შეძლებს.ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა, მოგვიანებით კი ელექტროენერგიის წარმოება დაიწყება>>ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/36/244543615_446:242:1800:1257_1920x0_80_0_0_cd76392e4c6a13279191c09d588e471d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნაგავსაყრელი ქობულეთი ბათუმი აჭარა რიჟვაძე
ნაგავსაყრელი ქობულეთი ბათუმი აჭარა რიჟვაძე
ქობულეთში მალე ახალი ნაგავსაყრელი გაიხსნება
21:04 28.01.2022 (განახლებულია: 22:58 28.01.2022) ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში დაიწყო.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. მას შემდეგ, რაც ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთში ექსპლუატაციაში შევა, დაბა გონიოს პოლიგონი დაკონსერვდება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.
„ქობულეთში ექსპლუატაციაში შედის მყარი ნარჩენების ობიექტი, რაც, ერთი მხრივ, ნიშნავს გაუმჯობესებულ გარემო პირობებს, მეორე მხრივ, ძალიან მალე მოვახდენთ ბათუმში გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის კონსერვაციას და მის დახურვას“, – განაცხადა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს, რის შემდეგაც ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.
ახალი ნაგავსაყრელი წლის განმავლობაში 150 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიღებას შეძლებს.
ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.