საქართველოს სკოლებში სწავლის სურვილი 110-მა უკრაინელმა ბავშვმა გამოთქვა

© photo: Sputnik / Stringerგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 110-მა უკრაინელმა მოსწავლემ გამოთქვა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლიდან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება. საუბარია თბილისსა და რეგიონებში არსებულ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე.
დღეს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რამდენიმე უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა. მინისტრმა უკრაინელი მოსწავლეები საკლასო ოთახებამდე მიაცილა და თანატოლებს წარუდგინა.
გარდა ამისა, ჩხენკელმა სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, ბავშვების საჭიროებებს პირადად გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.
 საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
უკრაინელი ბავშვები საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან
უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 4 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0