უკრაინელი ბავშვები საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან

© Batumi City Hall საბავშვო ბაღი
 საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს შეუძლიათ შვილები თბილისის საჯარო ბაღებში მიიყვანონ, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ.
თბილისის მერიის მიერ ინიცირებული შესაბამისი ცვლილებები თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და მას მხარი ერთხმად დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, 1 იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე უკრაინელი ბავშვები საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.
უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ>>>
გვანცელაძემ განმარტა, თუ რა პროცედურების გავლის საფუძველზე შეძლებენ უკრაინელი ბავშვების მშობლები შვილების თბილისის საბავშვო ბაღებში მიყვანას.
„უკრაინელ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ ჩვენს ბაღებში და მიიღონ ყველა სერვისი. დაინტერესებულმა პირებმა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უნდა მოგვმართონ შესაბამისი განცხადებით და წარმოადგინონ საზღვრის კვეთის და ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები“, – აღნიშნა გვანცელაძემ.
დედაქალაქის მერია უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან უფასო საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით.
გარდა ამისა, თბილისის მერიის მხრიდან უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და ა.შ.
რაც შეეხება უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ თანხას, მერის თქმით, ამ დროისათვის 1.117 ათასი ლარია შეგროვებული.
ყველა ახალი ამბავი
0