https://sputnik-georgia.com/20220316/ukrainel-bavshvebs-tbilisis-bagebi-upasod-miigeben-265262342.html
უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ
უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მომავალ კვირიდან თბილისის საბავშვო ბაღები უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ... 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T14:50+0400
2022-03-16T14:50+0400
2022-03-16T20:31+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831373_0:98:1920:1178_1920x0_80_0_0_1ba542f6c801224cb546d75bcd8a6677.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მომავალ კვირიდან თბილისის საბავშვო ბაღები უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე 4,1 ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება.მისი თქმით, დედაქალაქის მერია უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.როგორც კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან უფასო საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით.გარდა ამისა, თბილისის მერიის მხრიდან უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და ა.შ.რაც შეეხება უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ თანხას, მერის თქმით, ამ დროისათვის 1.117 ათასი ლარია შეგროვებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831373_110:0:1810:1275_1920x0_80_0_0_7701bbf24a05b4bb067b403f6001ad3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
უკრაინელ ბავშვებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ
14:50 16.03.2022 (განახლებულია: 20:31 16.03.2022) თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მომავალ კვირიდან თბილისის საბავშვო ბაღები უკრაინული ოჯახების ბავშვებს უფასოდ მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე 4,1 ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება.
„საქართველოში ჩარჩენელი უკრაინის მოქალაქეები ბაგა-ბაღებში შვილების მიყვანას ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეძლებენ. ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ გაუწიოს ამ პროცესს კოორდინაცია. გქონდეთ ამ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია უკრაინული ოჯახების მხარდაჭერას იმ დრომდე გააგრძელებს, ვიდრე მათ ამის საჭიროება ექნებათ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან უფასო საცხოვრებლითა და კვების პროდუქტებით.
გარდა ამისა, თბილისის მერიის მხრიდან უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და ა.შ.
რაც შეეხება უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ თანხას, მერის თქმით, ამ დროისათვის 1.117 ათასი ლარია შეგროვებული.