საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
ექსპორტმა საქართველოდან პირველ ორ თვეში 760,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის იანვარი–თებერვლის მონაცემებზე 54,5%-ით მეტია.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 2,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 1,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–თებერვლის მაჩვენებელზე 47,2%-ით მეტია.
ექსპორტმა შეადგინა 760,4 მლნ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 54,5%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.021,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41,8%-ით მეტია.
საქონლის ტრანზიტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
საქართველოში ინვესტიციების ჩადება გრძელდება: ახალი სტატისტიკა
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–თებერვალში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (214%), მედიკამენტების (119,8%) და ფეროშენადნობების(92,7%) ექსპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა თხილის (18,6%) და სპირტიანი სასმელების (4%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2022 წლის დასაწყისიდან გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (238%), ნავთობისა და ნავობპროდუქტების (94,6%), სპილენძისა და კონცენტრატების (159,1%) იმპორტი.
სურსათი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
ქართველი იმპორტიორები სურსათზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ
ვისთან ვაჭრობს საქართველო
თურქეთი კვლავ პირველ ადგილზეა – საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მეზობელ ქვეყანასთან 2021 წელს შეადგინა 354,4 მლნ აშშ დოლარი, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,9%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ასევე შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, აშშ, სომხეთი, გერმანია, რუმინეთი.
წყარო: „საქსტატი"
ყველა ახალი ამბავი
0