საქართველო კორონავირუსის სამკურნალო აბებს მიიღებს

CC BY-SA 2.0 / Global Panorama / Pills droppingწამლის აბები
წამლის აბები - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი Paxlovid-ი აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მიმდინარე კვირაში საქართველო Pfizer-ის მიერ შექმნილ სპეციალური პრეპარატს Paxlovid-ს მიიღებს, რომელიც კოვიდის სამკურნალოდ გამოიყენება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი Paxlovid-ი აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) უკვე დაამტკიცა და ის პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსული დაავადების სამკურნალოდ აბების სახით გამოიყენება.
„ამ დროისათვის Paxlovid-ი სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ადამიანების გარკვეულ კატეგორიას მედიკამენტები უფასოდ დაურიგდება.
„ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომპანია Pfizer-ის კლინიკური კვლევების შედეგებით, პერორალური პრეპარატი Paxlovid-ი მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89%-ით ეფექტურია.
კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგაც.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1.643.295-ს მიაღწია. გარდაიცვალა 16 ათასზე მეტი ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0