პანდემია დასასრულს უახლოვდება - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების ბოლოდროინდელი დადებითი ტენდენციისა, სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესს კვლავ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და, დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებთან ერთად, საგრძნობლად შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე ნაკლები, 7 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან უქმდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.
28 მარტიდან პირბადის ტარების წესი უქმდება>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.053-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.643.295-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.601.578 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.067), გარდაიცვალა – 16.678 (ბოლო 24 საათში – 7).
ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 2.844.372 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.661 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0